ოფიციალურად: სერხი რობერტო 2019 წლამდე გაახანგრძლივებს

ოფიციალურად: სერხი რობერტო 2019 წლამდე გაახანგრძლივებს

"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის 22 წლის ნახევარმცველი სერხი რობერტო კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

სერხი რობერტოს მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წელს გასდის. ახალი ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდე იქნება მოქმედი. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევრო იქნება, რომელიც, შესაძლოა, 40 მილიონამდე გაიზარდოს.

სერხი რობერტო "ბარსელონაში" 2006 წლიდან თამაშობს. პირველ გუნდში დებიუტი მას 2010/11 წლების სეზონში ჰქონდა. რობერტომ "ბარსას" პირველ გუნდში სულ 40 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 16 დეკემბერი 2017 19:50
    0
    კაია :DDDDD