ახალ კონტრაქტში, რობერტოს გამოსასყიდი თანხა 400 მლნ ევრო იქნება
"ბარსელონას" ნახევარმცველი, სერჟი რობერტო უახლოეს დროში კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური გრანდი თავის ფეხბურთელს 2022 წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს და მისი გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროდან 400 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ასეთივე თანხაა გაწერილი უსმან დემბელეს ხელშეკრულებაშიც.
მიმდინარე სეზონში, სერხი რობერტომ ესპანეთის ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა. 25 წლის ესპანელი მოთამაშის ამჟამინდელი კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2019 წლამდეა გათვლილი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]