ფონტასი "ბარსელონაში" 2012 წლამდე.

ფონტასი "ბარსელონაში" 2012 წლამდე.

"ბარსა ატლეტიკის" 20 წლის მცველმა კლუბთან კონტრაქტი 2012 წლამდე გაახანგრძლივა.ოთხშაბათს, 21 ივლისს ფონტასმა კლუბის ოფისში მოაწერა ხელი ახალ კონტრაქტს.
ფონტასი ძალიან გახარებულია "ბარსასთან" კონტრაქტის გაგრძელებით. მან TV და "ბარსელონას" ოფიციალურ საიტთან განაცხადა:

"-მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მაქვს საშუალება გავაგრძელო თამაში ამ კლუბში. მე მსურდა გამეგრძელებინა კონტრაქტი, და ამის გამო ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს უბრალობ დაუჯერებელია" –განაცხადა ფონტასმა.
ფონტასის დებიუტი "ბარსა ატლეტიკში" შედგა 2007/08 წლებში. ის ამ კლუბშ გადავიდა "ხირონიდან" და მთელი სეზონი მან გაატარა ნახევარმცველის და მცველის პოზიციაზე. მან მონაწილეობა მიიღო 30–დან 28 მატჩში და საერთოდ, ამ სეზონში ითამაშა 2476 წუთი.
2008/09 წლების სეზონში ის გადავიდა "ბარსა ატლეტიკში" და პრაქტიკულად მთელი სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
2009/10 წლების სეზონში კი ფონტასი "ბარსა ატლეტიკის" ერთ–ერთი ძირითადი მცველი იყო და თუ ის ვერ მოხვდებოდა ძირითადში, ამის მიზეზი მხოლოდ ტრავმა იყო. ეს ყველაფერი გვარდიოლამ დაინახა და "ბარსელონას" პირველ შემადგენლობაში ათამაშა 2009/10 წლების სეზონში "ხიხონის სპორტინგთან.ფონტასისთვის 2010/11 წლების სეზონი "ბარსელონაში" მე–4 იქნება.

წყარო:barca.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.