ანდრეუ ფონტასი: "საჭიროა ვარჯიში და შესაძლებლობაც მომეცემა"

ანდრეუ ფონტასი: "საჭიროა ვარჯიში და შესაძლებლობაც მომეცემა"

მცველი ანდრეუ ფონტასი, რომელმაც "ბარსელონასთან" კონტრაქტის 2015 წლამდე გახანგრძლივებას გუშინ მოაწერა ხელი, აცხადებს, რომ "ბარსას" გადაწყვეტილება არის "კლუბის ნდობის" გამომხატველი ჟესტი და ახლა საჭიროა, რომ მან თავისი ღირებულებების დემონსტრირება მოახდინოს "ბლაუგრანასთვის".

 

ფონტასმა (დაბ. ბანიოლესი, ჟირონა, 1989) "ბარსელონასთან კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა. ამასთან, მისი გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროდან 70 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

 

ფონტასი პირველ გუნდში ამა წლის გაზაფხულზე, ერიკ აბიდალის ავადმყოფობის გამო გადაიყვანეს. კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ანდრეუმ განაცხადა, რომ თავს "ძალიან ბედნიერად" გრძნობს, ვინაიდან ""ბარსას" პირველ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება სხვაგვარ გრძნობებს ვერ გამოიწყვევს."

 

"ეს მე მმატებს უფრო მეტ ძალას, რომ ყოველ დღე მაქსიმალურად ვიმუშავო და ვაჩვენო, თუ რა ვღირვარ." - თქვა ფონტასმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში პეპ გვარდიოლა მცირე სათამაშო დროს აძლევს.

 

"მე აბსოლუტურად მშვიდად ვარ. მე გადამიტანია ანალოგიური სიტუაციები "ბარსა ბ"-ში და ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია. მე მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვიმყოფები, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად. საჭიროა მუშაობა და ნელ-ნელა, ეტაპობრივად შანსებიც გამოჩნდება." - დაასრულა ახალგაზრდა მცველმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.