ფონტასმა კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა

ფონტასმა კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა

"ბარსელონას" ახალგაზრდა მცველმა ანდრეუ ფონტასმა კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. ახალი შეთანხმების მიხედვით ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა გაიზარდა და 70 მილიონი ევროთი განისაზღვრა.

 

ანდრეუ ფონტასი ცენტრაური მცველია, რომელსაც წინ დიდი მომავალი ელის. ეს კარგად გაანალიზა კლუბმა და ამიტომ ფეხბურთელს კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა. ახალი შეთანხმება, რომელსაც ხელი დღეს დილით კლუბის ოფისში მოეწერა, ფონტასის კონტრაქტს 2013 წლიდან 2015 წლამდე ახანგრძლივებს, ხოლო მის გამოსასყიდ თანხას 30 მილიონი ევროდან 70 მილიონ ევრომდე ზრდის.

 

მიმდინარე წლის 4 ივლისს კლუბმა ფეხბურთელს აცნობა, რომ იგი ამ სეზონში პირველი გუნდის წევრი იქნებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში ფონტასმა მხოლოდ ერთხელ ითამაშა. მან "ბარსას" ღირსება "ანოეტაზე", "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ თამაშისას დაიცვა. შეგახსენებთ, რომ ხსენებული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.