ბართომეუ და სუბისარეტა მესის მამას შეხვდებიან

ბართომეუ და სუბისარეტა მესის მამას შეხვდებიან

"ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ და სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა ლიონელ მესის მამას უახლოეს მომავალში შეხვდებიან.

როგორც ცნობილია, კლუბი მესისთან, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ესპანური პრესის ცნობით, "ბარსას" პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი უახლოეს დღეებში შეხვდებიან მესის მამას, რომელიც არგენტინიდან დაბრუნდება. შეხვედრაზე მესის კონტრაქტი და კლუბის მიერ მისი საიმიჯო უფლებების გამოყენების საკითხი განიხილება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 31 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.