სუბისარეტა ხელს ბართომეუსკენ იშვერს

სუბისარეტა ხელს ბართომეუსკენ იშვერს

"ბარსელონას" სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა, FIFA-ს მიერ ტრანსფერების აკრძალვის თაობაზე საუბრის დროს, ხელს კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტისკენ, ხოსეპ მარია ბართომეუსკენ იშვერს.

"როგორც პირი, რომელიც პასუხს კლუბში ფეხბურთის განვითარებაზე აგებს, ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ. თუმცა, ბატონი ბართომეუ სიტუაციაში უკეთ ერკვევა, რადგან იმ დროს ის სპორტული ვიცე-პრეზიდენტი იყო. ჩემი მოვალეობა ყოველთვის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებების შესრულება და "ბარსელონას" გაძლიერება იყო. უსამართლო სანქციები დაგვაკისრეს და ამას ერთობლივი ძალებით უნდა ვებრძოლოთ." - აცხადებს სუბისარეტა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" სუბისარეტას დათხოვნას აპირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.