სონი ანდერსონმა მესიზე ისაუბრა

სონი ანდერსონმა მესიზე ისაუბრა

"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, სონი ანდეროსნმა გააკრიტიკა კატალონიური გუნდის ფეხბურთელის, ლიონელ მესის თამაში "ატლეტიკოსა" (0:1) და "გრანადასთან" (0:1) მატჩებში.

"მესიმ იმედი გამიცრუა. მე ვერ ვხედავდი მას ვერც "ატლეტიკოსთან" თამაშში და ვერც "გრანადასთან" მატჩში. ის არ იქცევა ისე, როგორც ფეხბურთელი, რომელსაც სურს წინსვლა.

ალბათ, მესი უკვე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრობს და არ სურს ძალისხმევის გაღება, რომელიც აუცილებელია." - განაცხადა ანდერსონმა.

შეგახსენებთ, რომ მესიმ "ატლეტიკოსთან" მატჩში მხოლოდ 6,8 კილომეტრი ირბინა, რაც მხოლოდ მცირედით აღემატება პინტოს მაჩვენებელს (5,3 კილომეტრი).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 69 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.