"ატლეტიკო" - "ბარსელონა". მესიმ მატჩში 6.8 კილომეტრი ირბინა, პინტო - 5.3, კოკე - 12.2

"ატლეტიკო" - "ბარსელონა". მესიმ მატჩში 6.8 კილომეტრი ირბინა, პინტო - 5.3, კოკე - 12.2

კატალონიის "ბარსელონას" 26 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, გუშინდელ მატჩში, სადაც "ბარსელონამ" სტუმრად "ატლეტიკოსთან" შეხვედრა დათმო (0:1), მხოლოდ 6.8 კილომეტრი ირბინა. იტყობინება, AS.

26 წლის ფორვარდის მაჩვენებელი, მხოლოდ 1.5 კილომეტრით აღემატება კატალონიელთა მეკარის, ხოსე მანუელ პინტოს მაჩვენებელს, რომელმაც მთელი მატჩის განმავლობაში, 5.3 კილომეტრი ირბინა. მატჩის გმირმა, ესპანელმა კოკემ მთელი მატჩის განმავლობაში "ვისენტე კალდერონზე" 12.2 კილომეტრი ირბინა. 

"ბარსელონას" რიგებში ასევე გამოირჩეოდა: ნეიმარი - 9.5 კილომეტრი, ჩავი ერნანდესი - 11.8, ხორდი ალბა - 11.5, დანიელ ალვესი - 10.8, მარკ ბარტრა - 10.7. 

"ატლეტიკოს" ფეხბურთელებმა საერთო ჯამში - 110.3 კილომეტრი დაფარეს, ხოლო "ბარსელონას" ფეხბურთელებმა - 107.7. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.