ადრიანო "ბარსელონაში" ცრემლიანი მოდის

ადრიანო "ბარსელონაში" ცრემლიანი მოდის

 ბრაზილიელმა ადრიანო კორეიამ ცრემლიანმა დატოვა "სევილიას" წინასასეზონო ვარჯიში და ხვალ ახალი ცხოვრების დასაწყებად მოემზადა.

 "ვფიქრობ, ყველაფერი უკვე გაკეთდა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დელ ნიდოს, "სევილიას" პრეზიდენტს და მონკის, სპორტულ დირექტორს. მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა ჩემი მომავალი სწორი გზით განვითარებულიყო." - ციტირებს "სევილიას" ოფიციალური საიტი ბრაზილიელის სიტყვებს.

 ადრიანოსთვის ანდალუსიაში გატარებული 5 წელიწადი დაუვიწყარი იქნება: "უდიდესი მადლობა ფანრებს ამხელა მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის."

 ფეხბურთელი დიდი ენთუზიაზმით იწყებს თავისი კარიერის ახალ ეტაპს და ფიქრობს, რომ ყველაფერი მაინც "სევილიას" წყალობით მოხდა, რომლემაც იგი ნამდვილ ფეხბურთელად ჩამოაყალიბა.

 "ანდალუსიაში ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც ჩემ მიმართ კეთილად იყო განწობილი. ძალიან მომენატრება ძველი ატმოსფერო და ასევე მომენატრება "სანჩეს პისხუანზე" ბურთის გაგორება. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილად იყო ქცეული." - დაასრულა ფეხბურთელმა.

წყარო: www.sport.es 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.