„ბარსელონა“ - „ატლეტიკო“. მარტინო მატჩის შემდეგ

„ბარსელონა“ - „ატლეტიკო“. მარტინო მატჩის შემდეგ

ხერარდო მარტინომ მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. არგენტინელმა, რომელსაც თან ახლდა სუპისარეტა, ნამატჩევს, პრესკონფერენციაზე თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა. "კლუბთან ერთად, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ. მე აღარ გავწვრთნი "ბარსელონას." - დაიწყო მან. მიუხედავად დღევანდელი შედეგისა, მარტინომ მადლობა გადაუხადა კლუბს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მთელი სეზონის მანძილზე მის მიმართ გამოხატავდნენ: "მე მადლობას ვუხდი კლუბს იმისათვის, რაც მან მომცა. დიდ მადლობას ვუხდი პრეზიდენტს, ბართომეუს, სპორტულ დირექტურს, სუბისარეტას და სანდრო როსელს ნდობისთვის." არგენტინელმა დაამატა: "მე, ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს პატივისცემისთვის, ყველას, ვინც ჩემთან ერთად მუშაობდა, ჩემს თანამშრომლებს და რა თქმა უნდა ფეხბურთელებს."

მარტინომ ბოდიში მოიხადა იმისათვის, რომ ვერ შეძლო ჩემპიონატის ტიტულის მოგება: "მე ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი ფეხბურთელების დახმარება კლუბის მიზნების განხორციელებაში. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიყავით ღირსეულნი." ამის შემდეგ, მან ახალ ჩემპიონებს გამარჯვება მიულოცა: "მე ვულოცავ "ატლეტიკოს", ისინი მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენი დიდი კონკურენტები იყვნენ. მათ გააკეთეს შესანიშნავი სამუშაო და დარწმუნებული ვარ, ისინი კვლავ კარგად გააგრძელებენ."

ამის შემდეგ, უკვე "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა ისაუბრა თავის ყოფილ ფეხბურთელებზე: "მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ფეხბურთელებით და ამის გაკეთებას გავაგრძელებ. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლები მათთვის კარგი იქნება. მე აღფრთოვანებული ვარ არა მხოლოდ მათი ნიჭით, არამედ იმითაც, რომ ისინი კარგი ადამიანები არიან. დიდი პატივი იყო ამ ფეხბურთელების გაწვრთნა."

პრეკონფერენციაზე, ასევე, რამდენიმე სიტყვა თქვა სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ: "ჩვენ მარტინოს მადლობელნი ვართ, გაწეული სამუშაოსთვის, რაც მან ამ რთულ სეზონში გააკეთა."

მიუხედავად დღევანდელი შედეგისა, სუბისარეტამ განაცხადა, რომ "გუნდი, მიუხედავად სირთულეებისა, ბოლომდე იბრძოდა ლა ლიგისა და კოპა დელ რეისთვის." ბოლოს, სპორტულმა დირექტორმა მადლობა გადაუხდა მარტინოს მისი ერთგულებისა და იმისათვის, რომ "მან შეძლო კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება მთელი სეზონის განმავლობაში."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.