დოს სანტოსს "ბარსელონას" დატოვება სურს

დოს სანტოსს "ბარსელონას" დატოვება სურს

კატალონიური გრანდის 23 წლის ნახევარმცველი კლუბის დატოვებას იჯარის წესით ფიქრობს.

"ჩემი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია და თუ კლუბი სათამაშო დროს არ მომცემს, მაშინ დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილება არენდით სხვაგან გადასვლის თაობაზე, სწორი იქნება", - აცხადებს ჯონათან დოს სანტოსი Catalunya Radio-სთან მიცემულ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, მექსიკელმა მოთამაშემ მოედანზე მხოლოდ 16 წუთი გაატარა. მოსალოდნელი იყო, რომ აგვისტოს თვეში იგი "სოსიედადის" შემადგენლობას შეუერთდებოდა, თუმცა "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ახალგაზრდა ფეხბურთელი დარჩენაში დაარწმუნა.

"თუმცა, ჩემი გრძელვადიანი სურვილი "ბარსაში" დარჩენა და გამარჯვებაა", - დაასრულა დოს სანტოსმა.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.