workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აფელაის აგენტი: “იბრაჰიმი ჰოლანდიაში არ დაბრუნდება”

აფელაის აგენტი: “იბრაჰიმი ჰოლანდიაში არ დაბრუნდება”

კატალონიის “ბარსელონას” 28 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველის, იბრაჰიმ აფელაის აგენტმა, რობ იანსენმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მისი კლიენტი ჰოლანდიაში დაბრუნებას აპირებს. იტყობინება, Voetbal Primeur. 

“იბრაჰიმი ჰოლანდიაში არ დაბრუნდება. მან მე ეს უკვე სრულიად გასაგებად ამიხსნა. ასე, რომ აქ არაფერია სასაუბრო.” – თქვა, იანსენმა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფელაის მიმართ ინტერესს “ფეინოორდი” იჩენდა. გასულ სეზონში ფეხბურთელმა მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward