UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც მხოლოდ ერთი “ბარსელონელი” მოხვდა. ეს ბრაზილიელი შემტევი რაფინიაა.
ლიგის ფაზის ბოლოსწინა, მეშვიდე, ტურში “ბარსელონა” “ბენფიკას” სტუმრად დაუპირისპირდა. ჰანსი ფლიკის გუნდმა დაუვიწყარ შეხვედრაში მეტოქეს 5-4 სძლია. შესანიშნავად ითამაშა რაფინიამ, რომელმაც თავი დუბლით გამოიჩინა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
რაფინია ასევე ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელობის ნომინანტია. მასთან ერთად ამ ჯილდოსთვის ხულიან ალვარესი (ატლეტიკო), ვინისიუსი (რეალ მადრიდი) და ლუკ დე იონგი იბრძვიან (პსვ).
ჩემპიონთა ლიგის ტურის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
ჯასტინ ბილოვი (ფეინოორდი), დავიდე კალაბრია (მილანი), ვილფრიდ სინგო (მონაკო), ფედერიკო გატი (იუვენტუსი), დავიდ რაუმი (ლაიფციგი), ჟოაუ ნევეში (პსჟ), გეორგი სუდაკოვი (შახტარი), რაფინია (ბარსელონა), ვინისიუსი (რეალ მადრიდი), ლუკ დე იონგი (პსვ), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო).

პედრის მარტო ასისტებს უთვლიან, იმაზე თვალებს იბრამევებ რო ტიპი ისეთ პასებს ჩითავს გაფუჭება რო მომაკვდინებელი ცოდვაა მარა მაინც უფუჭებენ … 💩
საერთოდ ასე უაზროთ ირჩევენ საუკეთესოებს, უფრო ხშირად თავდამსხმელებს მარტო გოლის გატანის გამო ალბათ.
შესნიც იმსახურებდა სიმბოლურში მოხვედრას, ბოლობოლო ორ გოლში მიიღო მონაწილეობა. რა უსამართლობაა…
პედრის მარტო ასისტებს უთვლიან, იმაზე თვალებს იბრამევებ რო ტიპი ისეთ პასებს ჩითავს გაფუჭება რო მომაკვდინებელი ცოდვაა მარა მაინც უფუჭებენ … 💩
ჩვენი ლუკი რა კაი იყო თავის ლუკური თავური გოლებით
პედრი კუბარსი ლევანა ბელინგემი
დაგინებული აქვთ რომ პედრის პასით არ უნდა გაიტანონ გოლი თუ შემთხვევით არ მოხვდათ. ხშირად თამაშში 5 100%იან მომენტს ქმნის მაგრამ მთლიან სეზონში ვერ ადის 5 ასისტზე.
პედრის თამაშს არ უყურა არავინ თორემ რაფინიაზე მეტად იმსახურებდა.
და პედრი არსად
ოქროს ბურთი უნდა მოიგო რაფო
იგივე ლიგის პს5 ფანტაზიში პირველ ადგილზეა 😍აქეთ არაუხომ გააფორმა