ახლახან ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონას” მეტოქის ვინაობა ცნობილია.
“ბარსა” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “ბენფიკას” დაუპირისპირდა.
“ბლაუგრანა” პირველ მატჩს 4 ან 5 მარტს სტუმრად გამართავს, განმეორებით შეხვედრას კი 11 ან 12 მარტს – შინ.
დანარჩენი მერვედფინალური წყვილები ასეთია:
- ბრიუგე-ასტონ ვილა
- დორტმუნდი-ლილი
- რეალ მადრიდი-ატლეტიკო
- ბაიერნი-ლევერკუზენი
- პსვ-არსენალი
- ფეინოორდი-ინტერი
- პსჟ-ლივერპული
ჰანსი ფლიკის გუნდი 1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში “დორტმუნდსა” და “ლილს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.
პსჟ-საც ავცდით და ბადეც მშვენიერია. აი თურმე რატომ ყოფილა საჭირო 8 საუკეთესოში მოხვედრა.
ალბათ მაინც გაგვიმართლა თუ იმას გავითვალისწინებთ პსჟ რა ფორმაშია და იქით რა გუნდებია სადაც ლივერპული პსჟ დაჯდა, მაგრამ კვარა რო გვერდზე გავწიოთ, მარტო დემბელეს გამო მინდოდა პსჟ რომ ტრაკში გამოგვესვა თავის შეიხებითდა ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს ამ ბარსათი, რაც არის ეგ არის ბენფიკა არა ხელ წამოსაკრავი გუნდი და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, ფინალი ძალიან რეალურია იქ კიდე ვინც არ უნდა იყოს რეალისგან განსხვავებით არც ბარსა არ აგებს ფინალები იშვიათი გამონაკლისის გათვალისწინებით, მით უფრო ფლიკი გამარჯვების მენტალიტეტით..
ვისკა ბარსა 🥰❤️🙏
მერე დორტმუნდსაც მოვუგებთო როამბობთ ლილი გააგდო დორტმუნდმა და ეგარის? ძაან მეეჭვება რომ დორტმუნდმა ლილი გამოაგდოს
კაროჩე ფინალი უნდა დავდოთ რა ისეთ ბადეში ვართ ძლიერი არვინ არ გყვავს. ბაიერნი წყალწაღებულია ამ სეზონში ინტერი კიდე კი კაი გუნდია მარა მაგათაც გავცდებით. ბენფიკა და დორტმუნდი უეჭველი უნდა გავყაროთ. კაორჩე ფინალია დასადები და ფინალშიც სული და გული უნდა დადონ და ლიგა მოიგონ ვინც არ უნდა შეგვხვდეს. იმედია კლასიკო იქნება ფინალში. პსჟ მგონია რო გამოაგდებს ლივერპულს. რეალი და ლივერპული დაეტაკებიან ნახევარფინალში და დიდია შანსი კლასიკო დაჯდეს. ატლეტიკოს და არსენალს გააგდებს როგორღაც რეალი
აი ბარსა კი მგონია რომ ყველანაირად ჩლზე გადაერთვება, რადგან ძალიან მარტივი გზა შეხვდათ და არამგონია ხელიდან გაუშვან.
ამ ეტაპზე კარგია რომ გუნდმა დაისვენა, ტრავმები აღარაა, ოლმო და ინიგო დაბრუნდნენ, აგერ შტეგენსაც მალე უნდა დაბრუნებაო, ეს შესნი მემგონი აზრზე მოვიდა, ერთადერთი კუნდეს, რაფინიას, ლევანასა და იამალის არასტაბილურობა მიშლის ნერვებს და ის რომ დეიონგი ჩაჯდა სასტავში მაშინ როცა კასადო ამოსაგდები არ იყო. ხოდა ფლიკის ადგილას low block გუნდებთან ლალიგაში დეიონგი-გავი-ფერმინის ნახდაცვას ვათამაშებდი, დიდ გუნდებთან კი კასადო-პედრი-ოლმოს. ასევე შეტევა-დაცვაშიც უნდა მივმართოთ როტაციებს რადგან ძალების გადანაწილება ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია კონცენტრაციაც! რადგან გუნდმა ამ სეზონში ყველაფერი რაც წააგო კონცენტრაციისა და გადაღლილობის ბრალი იყო, ჩემთვის აშკარაა რომ პატარა თამაშებს იკიდებდნენ რადგან ზაფხულიდან მოყოლებული ძალიან დიდი დატვირთვით დაიწყეს და ნოემბრისკენ უკვე მაგრად დაიღალნენ, თუმცა საახალწლო დასვნების მერე კი ვხედავთ როგორც დაბრუნდნენ და ამიტომ ვიძახი რომ ძალების გადანაწილება და კონცენტრაცია ყველაზე მნიშვნელოვანია თუ გვინდა რომ ამ სეზონში რამეს მივაღწიოთ.
ამ ბარსამ წელს რაც გვაჩვენა აშკარაა რომ ძალიან დიდი კლასი, მენტალიტეტი და ფიზმომზადება ჩაიდო ამ დროში და მხოლოდ კონკრეტული ინდივიდების უფორმობამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი, ამიტომ ახლა ყველაფერი ვარჯიშებზს და ფლიკზეა, კარგად უნდა შემოუცაცხანოს ამ შემტევ ტრიოს ზოგჯერ კაი გამო*ლევება რომ ჩვევიათ, ეგენი არიან მთავარი ძალა რაც არ უნდა სხვები ვაქოთ თუნდაც პედრი, ეს პედრი კი შექმნის 100 შანსს, მაგრამ თუ ვერ გამოიყენეს აზრი? ამიტომ ერთი კაი წკეპლა და ყოველდღე სერიოზული გადამზადებაა საჭირო ფლიკისგან.
აი არვიცი რა კასადო/პედრისთან ოლმო ჯობია თუ ფერმინი ?! ოლმო რომ ფორმაში იყო პრაიმ ოლმოსნაირი არავინ არ იყო მაგრამ ვერ არის ისეთ ფორმაში სამწუხაროდ და ფიზიკითაც ვერ უძლებს ეტყობა ორ ტაიმს თანაბრად ფერმინი პირიქით თან ფერმინი გამტანია სულ რომ ლევანდოვსკიმ ჩაისვაროს რისი დიდი შანსიც არსებობს ! და ამ დროს უფრო ის პრაიმ ოლმო გვჭირდება სეზონის ფინიშზე ! ღმერთმა ქნას ისევ ის ფორმა აკრიფოს მაშინ მართლა გვაქვს შანსები მიუხედავად ჩვენი სკამის ფაქტიურად არ არსებობის