დღეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო საკლუბო ტურნირის წილისყრა გაიმართება, რომლის დროსაც “ბარსელონას” მეტოქეების ვინაობა ცნობილი გახდება.
ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონი ახალი ფორმატით ჩატარდება. ეს ნიშნავს, რომ ახალი სეზონიდან ჯგუფური ეტაპი აღარ იქნება. ამიერიდან ლიგაზე მონაწილეობას 36 კლუბი მიიღებს. ახალი ფორმატის მიხედვით, გუნდები თავდაპირველად 8 მატჩს ითამაშებენ (4 სახლში, 4 გასვლაზე). მეტოქეების ვინაობა შემთხვევითობის პრინციპით გაირკვევა. ეს ეტაპი ლიგის ფაზის სახელწოდებით იქნება ცნობილი.
იმისათვის, რომ 8 განსხვავებული მოწინააღმდეგე გამოვლინდეს, გუნდები, ინდივიდუალური საკლუბო კოეფიციენტის მიხედვით, 4 კალათაში იქნებიან განთესილნი. ლიგის ფაზაში კლუბებს თავიანთი ქვეყნის წარმომადგენლებთან დაპირისპირება არ შეუძლიათ. ასევე გამორიცხულია კონკრეტული ქვეყნის ორზე მეტ წარმომადგენელთან შეხვედრა. მაგალითად, “ბარსას” შემთხვევაში “ბლაუგრანა” ლიგის ფაზაში ესპანურ და ერთი ქვეყნის ორზე მეტ გუნდს ვერ შეხვდება.
“ბარსელონა” პირველ კალათაშია წარმოდგენილი. თითოეული კალათა 9 კლუბითაა დაკომპლექტებული. გუნდები ასე არიან გადანაწილებულები:
პირველი კალათა: რეალ მადრიდი, მანჩესტერ სიტი, ბაიერნი, პსჟ, ლივერპული, ინტერი, დორტმუნდი, ლაიფციგი, ბარსელონა.
მე-2 კალათა: ლევერკუზენი, ატლეტიკო, ატალანტა, იუვენტუსი, ბენფიკა, არსენალი, ბრიუგე, შახტარი, მილანი.
მე-3 კალათა: ფეინოორდი, სპორტინგი, პსვ, დინამო ზაგრები, ზალცბურგი, ლილი, ცრვენა ზვეზდა, იანგ ბოისი, სელტიკი.
მე-4 კალათა: სლოვანი, მონაკო, სპარტა, ასტონ ვილა, ბოლონია, ჟირონა, შტუტგარტი, შტურმი, ბრესტი.
“ბარსა” თითოეული კალათიდან 2 გუნდს დაუპირისპირდება.
ლიგის ფაზა სტარტს 17 სექტემბერს აიღებს და 29 იანვარს დასრულდება.
წილისყრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი გვთავაზობს.
ბეწვზე გადავრჩით, მიუნხენში რო გასვლა ყოფილიყო ჩემ მტერს, თუმცა არც ბარსელონაში გვაკლებდა ეგ ნაგავი გუნდი.
ვაღიაროთ გაგვიმართლა
რა აზრი აქვს კენჭისყრას ვინც მეტს გადაუხდის უეფას ის იგებს მაგალითად რეალი სიტი
აქამდე რა ფულსაც აკეთებდნენ უკვე ეცოტავებათ,
სრული "დომხალია" უეფაში და არავინაა მაგათი პატრონი!!!
იდიოტური ფორმატი
სულ აურიეს ყველაფერი აჯაფსანდალია უმარილო
ტოტალიზატორები გაუქმდეს და ვიხილავთ ნამდვი ფეხბურთს
რატომ არის სისულელე, უფრო დაძაბული და კარგი თამაშები იქნება
კაროჩე რა გამოდის რო ნაიკმა გაგვწირა? მაგათ იმედზე იყვნენ ფაქტია და ის ნაბიჭვრები არ გვიწერენ კონტრაქტზე ხელს. რო დამთავრდება სატრანსფერო მერე ვის რაღათ უნდა? ამათ ადგილზე ვაბშე დავიკიდებდი ნაიკს და ლუბოი სხვასთან გავაფორმებდი. პროსტა თავმოყვარეობის ამბავია.
მოკლედ ფეხბურთს ხიბლს უკარგავენ რა ეგეთ ტურნირებს ყველაფერს აკეთებენ რო ტელევიზიებმა მეტი იხეირონ შესაბამისად თვითონაც მეტ ქრთამს აიღებენ მომავალში ალბათ ჩემპიონთა ლიგას საერთოდ ჩემპიონატივით გაათამაშებენ ყველა ყველას შეხვდება გასვლა სახლში და სეზონის ბოლოს ვისაც მეტი ქულა ექნება ის იქნება გამარჯვებული ( იგივე უნდოდა სუპერ ლიგას თუ რაღაცის შექმნას რო აპირებდნენ ) ეგ იდეა მგონი მოეწონა უეფას და წინააღმდეგი იმიტომ იყო რო სხვას არ გაეკეთებინა. მშვენიერი ფორმატი იყო როგორც იყო ჯგუფური ეტაპი და მერე 1/8 ფინალებიდან. რეებს იგონებენ საერთოდ აღარაა ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთი უკვე უეფას ბიზენსია ტელევიზიებზე მორგებული მეტი მაყუთით
მორიგი ღლეობაა ეს ფორმატი იმ ორი ფულის ტომარა ორგანიზაციისგან რომლებიც ისედაც ანადგურებენ ამ სპორტს.
მაგარი სულელური ფორმატია! ნამდვილი აჯაფსანდალი!აქ სპორტული არაფერია, გამართლებაზეა დამოკიდებული.