კრიშტიანუ რონალდუ Facebook-ზე კვლავ ლიდერობს

კრიშტიანუ რონალდუ Facebook-ზე კვლავ ლიდერობს

ერთ-ერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა იმ ცნობილი ვარსკვლავების (ფეხბურთელები) ტოპ-10, რომლებსაც სოციალურ ქსელ, Facebook-ის გვერდზე ყველაზე მეტი “ლაიქი” აქვთ. იტყობინება, The Independent.

მადრიდის “რეალის” 29 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს თითქმის 80 მილიონი Like აქვს, რაც დაახლოებით 24 მილიონით აღემატება კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის რაოდენობას. სიის სამეულში ასევე შედის, იტალიური “მილანის” 32 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, რიკარდო კაკა (27 მილიონი Like). პირველ ათეულში მოხვდნენ: ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”), უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), მესუთ იოზილი (“არსენალი”), ნეიმარი (“ბარსელონა”), იკერ კასილიასი (“რეალი”), დავიდ ვილია (“ატლეტიკო”) და რონალდინიო (“ატლეტიკო მინეირო”).

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია