დღეს ტატა მარტინომ ყველა იმ ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, ვისაც ექნება შანსი ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე კატალონიელები საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სითის” ფეხბურთელებს უმასპინძლებენ. აღსანიშნავია, რომ განაცხადში ხოსე მანუელ პინტოც მოხვდა, ამ უკანასკნელმა ბოლო ორი მატჩი ე.წ ლუმბაგოს გამო გააცდინა.
გუნდის განაცხადი: ვალდესი, პინტო, მონტოია, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, პედრო, ინიესტა, ალექსისი, მესი, ნეიმარი, მარსკერანო, ბარტრა, სერხიო, სონგი, ალბა, აფელაი, ტელიო, ადრიანო, დანი ალვესი, სერხი რობერტო, ოიერი.
[media=http://www.youtube.com/watch?v=97JCG6rTLQ4]