კაპა: ”მესი ვერ ასწრებს ძალების სათანადოდ აღდგენას”

კაპა: ”მესი ვერ ასწრებს ძალების სათანადოდ აღდგენას”

”რივერ პლეიტისა” და ”ტენერიფეს” ყოფილმა მწვრთნელმა, ანხელ კაპა თვლის, რომ ლიონელ მესი სათანადოდ ვერ ასწრებს ძალების აღდგენას, იტყობინება ესპანური პრესა.

მესი არ აქვს საკმარისი დრო დასვენებისთვის და შესაბამისად, აღდგენისთვის. მისთვის აუცილებელია რთული ვარჯიშების შემდეგ ძალების აღდგენა, რათა მოედანზე მან შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენება.” 
- განაცხადა კაპამ.

გამოცდილი არგენტინელი მწვრთნელი ასევე შეეხო ნეიმარის ტრანსფერს ”ბარსელონაში”: ”ორი აზრი არ არსებობს, იგი ექსტრაორდინალური ფეხბურთელია. ახლა, ”ბარსაში” მისგან 2-ჯერ და 3-ჯერ მეტს ელიან.”

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.