კაპა: "ბარსას" მესი მარჯვენა ფლანგზე ჭირდება"

კაპა: "ბარსას" მესი მარჯვენა ფლანგზე ჭირდება"

"რივერ პლეიტისა" და "ტენერიფეს" ყოფილმა მწვრთნელმა, ანხელ კაპამ ლიონელ მესის სათამაშო პოზიციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისმა თანაგუნდელმა შეტევის მარჯვენა ფლანგზე უნდა ითამაშოს, რადგან ეს პოზიცია ლუის სუარესისთვის არაა.

"მესიმ, არგენტინის ნაკრებში, მარჯვენა ფლანგზე უკვე ითამაშა. ის "ბარსელონასაც" ამ პოზიციაზე ჭირება. თუ ნეიმარისა და ლუის სუარესის თვისებებს გავითვალისწინებთ, სიტუაცია სწორედ ამას ითხოვს. ვფიქრობ, მესი ამ პოზიციას იოლად შეეჩვევა. სუარესს კი მარჯვენა ფლანგზე თამაში არ შეუძლია." - აცხადებს კაპა.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესი, კარიერის საწყის ეტაპზე, სწორედ მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.