workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„კალიარის“ პრეზიდენტი: „იბარბო „ბარსელონაში“ გადავა“

„კალიარის“ პრეზიდენტი: „იბარბო „ბარსელონაში“ გადავა“

“კალიარის” პრეზიდენტი მასიმო ჩელინო აცხადებს, რომ იტალიური გუნდის 23 წლის თავდამსხმელი ვიქტორ იბარბო, მომდევნო სეზონიდან, “ბარსელონაში” ითამაშებს.

L’Unione Sarda-სთვის მიცემული ინტერვიუს დროს, ჩელინომ მოულოდნელად განაცხადა: “იბარბო ძალიან კარგი ფეხბურთელია. მომდევნო სეზონში ის “ბარსელონაში” ითამაშებს.”

ვიქტორ იბარბო კოლუმბიელი თავდამსხმელია. ის შეტევის მარჯვენა ფლანგზე თამაშობს. “კალიარიში” ის 2011 წელს, “ატლეტიკო ნასიონალიდან” გადავიდა. სერია A-ში მან 84-ჯერ ითამაშა და 11-ჯერ გაიტანა. მიმდინარე სეზონში იბარბოს ანგარიშზე 17 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward