მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერმინ ლოპესი ვილიარეალთან მატჩში სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს

ფერმინ ლოპესი ვილიარეალთან მატჩში სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს

მოკლედ
"ბარსელონას" ნახევარმცველი ფერმინ ლოპესი "ვილიარეალთან" მატჩში შეცვლის შემდეგ, მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებისთვის გააძევეს. ფეხბურთელი "დეპორტივოსთან" მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს.

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ფერმინ ლოპესმა “ვილიარეალთან” მატჩში გოლი გაიტანა, თუმცა შეხვედრა მისთვის უსიამოვნოდ დასრულდა. ესპანელმა ფეხბურთელმა წითელი ბარათი მაშინ მიიღო, როდესაც უკვე სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.

“ბარსელონამ” მატჩის საწყის წუთებში ორი გოლი გაუშვა, თუმცა ჟერარ მარტინისა და ფერმინ ლოპესის გოლებით ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, პაუ ნავაროს ავტოგოლის წყალობით, კატალონიელებმა 3-2 გაიმარჯვეს.

68-ე წუთზე ჰანსი ფლიკმა ფერმინი დანი ოლმოთი შეცვალა. ცოტა ხნის შემდეგ ნახევარმცველმა ენტონი გორდონის წინააღმდეგ შესაძლო დარღვევის გამო პენალტის დანიშვნა მოითხოვა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფეხბურთელმა პროტესტი იმდენად აქტიურად გამოხატა, რომ მეოთხე მსაჯმა მთავარი არბიტრი ერნანდეს ერნანდესი გააფრთხილა, რის შემდეგაც ფერმინმა წითელი ბარათი მიიღო.

ფეხბურთელის გაძევებამ ჰანსი ფლიკის უკმაყოფილებაც გამოიწვია. გერმანელმა მწვრთნელმა მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

სატელევიზიო ტრანსლაციაში ფერმინისთვის წითელი ბარათის ჩვენების მომენტი არ გამოჩენილა. კამერებმა მხოლოდ ის დააფიქსირეს, როგორ გაემართა ფეხბურთელი გასახდელისკენ.

დისკვალიფიკაციის ზუსტი ხანგრძლივობა ჯერ უცნობია, თუმცა ფერმინ ლოპესი ლა ლიგის მომდევნო ტურში, “დეპორტივოსთან” შეხვედრაში ვერ ითამაშებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 22 ნოე 2026, 20:06

    მართლა მიიღო? მე ვერ ვნახე წითელის ჩვენება, და როცა ფერმინი ვითომ გავიდა ცოტახანში რანაირად აღმოჩნდა ისევ სათადარიგო სკამზე.

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 22 ნოე 2026, 20:15

      კიდევ გადავამოწმე ევროსპორტზე დ თამაშის ოქმში არსად არ წერია ლოპესზე წითელი. მატჩში 1 წითელია ნავაროზე.

      • nika 54
        nika 54 ლეგენდა
        schedule 22 ნოე 2026, 20:57

        აი ეხლა კი მართლა დაიწერა ევროსპორტზე ლოპესს წითელი აუნთეს. აქამდე რას აკეთებდნენ ვერ გავიგე.

    • Frenkie de Jong_
      Frenkie de Jong_ ვეტერანი
      schedule 22 ნოე 2026, 23:30

      მინიმუმ 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
      და თან დეპორტივოც არაა მარტივი გუნდი და 3 ში ატლეტიკოს გადმოტანილი თამაშია

      • Albicelecte
        Albicelecte ვეტერანი
        schedule 22 ნოე 2026, 23:55

        გასაჩივრება არ მოსულა? რა 2 მატჩიანი, მაგათ ხომ არ ძმარავთ? ეგ იმას ნიშნავს, რომ ატლეტიკოსთან მის არყოფნას წურავენ პუტაბლანკოსები 👹
        თუმცა მაგათ დასვენებული ოლმო და გავიც ეყოფათ