workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მილანი ჟერარ მარტინის დამატებას ცდილობს

მილანი ჟერარ მარტინის დამატებას ცდილობს

bolt მოკლედ
იტალიური "მილანი" რუბენ ამორიმის სათამაშო სქემისთვის "ბარსელონას" მცველის, ჟერარ მარტინის დამატებას ცდილობს. კატალონიურმა კლუბმა იტალიელთა პირველი 20-მილიონიანი წინადადება უარყო და მოთამაშის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს.

“მილანის” ახალი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის ამბიციური პროექტის განსახორციელებლად, რომელიც უკანა ხაზიდან თამაშის აშენებაზეა დაფუძნებული, გუნდს ამჟამინდელ შემადგენლობაში მყოფებზე მეტად ტექნიკური მცველები სჭირდება. ერთ-ერთი ვარიანტი ესპანეთიდან, კერძოდ კი “ბარსელონადან” მოდის, სადაც ჟერარ მარტინი თამაშობს. Goal-ის ცნობით, ის უკვე თვეებია, რაც “მილანის” დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

186 სანტიმეტრი სიმაღლე, ცაცია და “ლა მასიას” აღზრდილი – ჟერარ მარტინს ყველა მახასიათებელი აქვს, რომ ამორიმის ახალ “მილანში” მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს. 2002 წელს დაბადებულ მცველს “როსონერი” ძალიან აფასებს.

El Nacional-ის ინფორმაციით, “მილანმა” “ბარსელონას” 20 მილიონი ევროს ოდენობის ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, თუმცა კატალონიურ კლუბში ეს თანხა ეცოტავათ. როგორც ირკვევა, ბარსელონელები დაახლოებით 35 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა ამ თანხის შემცირების სივრცეც არსებობს – პოტენციურად, ბონუსებისა და მომავალი გაყიდვიდან მისაღები პროცენტის ხარჯზე.

გასულ სეზონში ლა ლიგაში ჩატარებული 30 მატჩის შემდეგ, ჟერარ მარტინს “ბარსელონაში” დარჩენა სურს. მიუხედავად ამისა, ფინანსური მიზეზების გამო, “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ მისი გაყიდვის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 28 ივლ 2026, 15:10
    #8

    ისე მაინტერესებს, არაუხოს გაყიდვა ფიქრშიც არა აქვთ?

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    schedule 27 ივლ 2026, 14:34
    #6

    მოგონილია ეს ინფო. აბა მადრიდული პრესა უკეთესს რას დაწერდა. სადღაც ჯერ კიდევ წინა სეზონის შუაში იწერებოდა რომ მილანი 25 მილიონს იხდიდა და მას მერე იმდენი რაღაც მოხდა, ისეთი დონე დადო და ისე მოიპოვა ნდობა რომ მაგას ვინ გაყიდის მითუმეტეს მაგ ფასად, თან მარცხენა მცველი არაა გუნდში და პირიქით აქეთ ვსაჭიროებთ დამატებას.

  • El pistolero 9
    El pistolero 9 ვეტერანი
    schedule 27 ივლ 2026, 11:18
    #5

    არ შეიძლება ამ კაცის გაყიდვა!!! გამოუსადეგარი არაუხო როცა გვყავს გუნდში ეს რატო უნდა გაყიდო?!

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 27 ივლ 2026, 08:24
    #4

    სირები ბლიად☹️ ან 40 რატო უნდა იფიქრო გაყიდვა??? უკეთესის მოყვანის თავი აქვთ?🐀🐀🐀

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 26 ივლ 2026, 21:31
    #2

    ამას ხელი არ დაედოს მეორე ნახევარი ისეთი სეზონი დადო ტოპ მცველი გაიჩითა უნივერსალია და ჩვენი კაცია.

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 26 ივლ 2026, 19:54
    #1

    40 მილიონად შეუძლიათ გაასაღონ, მარტინში მაგარი ფულია.

    • ☠️•Spooky•☠️
      ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
      schedule 27 ივლ 2026, 00:28
      #3

      რატოა მაგარი ფული. ჟილკა აკლია,მონდომება თუ რა. დონესაც სასწაულად კოუმატა ამ ბიჭმა. ამოწეული დაცვის პირობებშიც ძალიან მაგარი შედეგები დადო და ახალგაზრდაა.