workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ჟერარდ მარტინთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს

ბარსელონა ჟერარდ მარტინთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს

bolt მოკლედ
"ბარსელონამ" ჟერარდ მარტინთან ახალ კონტრაქტზე პირველი კონტაქტები დაამყარა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელის აგენტებს შორის საწყისი მოლაპარაკებები შედგა, რათა ჰანსი ფლიკისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშეს ხელშეკრულება გაუუმჯობესდეს და გახანგრძლივდეს.

“ბარსელონამ” ჟერარდ მარტინთან ხელშეკრულების განახლებისთვის ნიადაგის მომზადება დაიწყო.

გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიურ კლუბს სურს, რომ მცველს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს (გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონ ევროს შეადგენს) და ჰანსი ფლიკისთვის სანდო ფიგურად იქცა, პირობები გაუუმჯობესოს: გაუზარდოს ანაზღაურება, გამოსასყიდი თანხა და კლუბში კიდევ უფრო მეტი წლით დარჩენა უზრუნველყოს.

ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ მხარეებს შორის პირველი კონტაქტები უკვე შედგა.

მისი ინფორმაციით, “ბარსელონა” მარტინსა და მის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რათა სამომავლო მოლაპარაკებებისთვის საფუძველი მოემზადებინათ. რომანოს თქმით, ოფიციალური შეხვედრა ჯერჯერობით არ გამართულა, რადგან არცერთ მხარეს არ ეჩქარება – ფეხბურთელი “ბარსელონაში” თავს ბედნიერად გრძნობს, კლუბი კი მისი თამაშით უაღრესად კმაყოფილია.

კლუბის შიდა წრეებში დარწმუნებულები არიან, რომ ჟერარდ მარტინი არ არის ისეთი მოთამაშე, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში პრობლემებს შექმნის. ვითარება სრულიად მშვიდი და კონტროლირებადია. ხელმძღვანელობა აღფრთოვანებულია მისი პროგრესით, საიმედო თამაშითა და მომავლის პერსპექტივით. “ბარსელონაში” სჯერათ, რომ ის გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს, რის გამოც ახალი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვეტილი ამბავია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი