ჩავი ვიტორ როკეს სარეზერვო მოთამაშედაც არ განიხილავს
ჟურნალისტი მატეო მორეტო იტყობინება, რომ ჩავი ერნანდესი ვიტორ როკეს არც სასტარტო და არც სათადარიგო მოთამაშედ არ განიხილავს.
მისი ცნობით, ჩავი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელი კლუბის წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს და თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღოს. ესპანელი სპეციალისტი როკეს იშვიათად ათამაშებს, ხოლო 19 წლის თავდამსხმელისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ იღებს საკმარის სათამაშო დროს.
ჟურნალისტი იტყობინება, რომ როკეს შეძენა სპორტულ დირექტორ დეკუს სურდა, როცა ჩავი იანვარში ნახევარმცველს ითხოვდა. შესაძლოა, მიზეზიც სწორედ ესაა, თუ რატომაც არ იყენებს ესპანელი ვიტორ როკეს.
"ბარსელონას" ბრაზილიელის იჯარით გაშვება სურს. ფეხბურთელის აგენტი კი აცხადებს, რომ თუ მისი კლიენტი კატალონიიდან წავა, მხოლოდ პერმანენტული ტრანსფერით. ამასთან, რამდენიმე კლუბი როკეს მიმართ ინტერესს უკვე იჩენს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]