ალვარესის აგენტები ბარსელონაში მიემგზავრებიან

ალვარესის აგენტები ბარსელონაში მიემგზავრებიან

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის აგენტები ამ კვირაში ბარსელონაში გამგზავრებას გეგმავენ, რათა კატალონიურ კლუბთან ერთად საერთო სტრატეგია შეიმუშაონ.

“ბარსელონას” ალვარესის ტრანსფერის დასრულება ძალიან სურს. თუმცა, მადრიდის “ატლეტიკო” მტკიცე და შეუვალ პოზიციას ინარჩუნებს და მოლაპარაკებებზე კატეგორიულ უარს ამბობს. ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი უკვე რამდენიმე თვეა “ბარსელონას” მთავარი სატრანსფერო სამიზნეა – არა მხოლოდ შეტევის გასაძლიერებლად, არამედ როგორც კლუბის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული შენაძენი.

მადრიდელთა უარმა და მოლაპარაკებების დაბლოკვამ პროცესი სრულად შეაჩერა.

სტრატეგიის შემუშავება

გამოცემის თანახმად, ფეხბურთელის წარმომადგენლები კატალონიურ კლუბთან ერთად გეგმის შესამუშავებლად ბარსელონას უახლოეს დღეებში ეწვევიან. ახლა ორივე მხარეს ალვარესის ტრანსფერის განსახორციელებლად სტრატეგიის შეთანხმება სჭირდება.

“ბარსელონას” ასევე სურს, რომ ალვარესმა საჯარო პოზიციის დაფიქსირების კუთხით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას. მსოფლიო ჩემპიონატის დროს მან უკვე სთხოვა თავის კლუბს წასვლისა და ოცნების ასრულების უფლება, ახლა კი კატალონიელებს სურთ, თავდამსხმელმა მკაფიოდ განაცხადოს, რომ მისი მთავარი მიზანი “ბარსელონაში” გადასვლაა. თუ არგენტინელი ამას გააკეთებს, კლუბი უკვე შეთავაზებულ 100 მილიონ ევროს 115 მილიონ ევრომდე გაზრდის.

ფლიკის პოზიცია

ორშაბათს, ინგლისში წინასასეზონო შეკრების დასრულებისას, მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა სპორტული დირექტორის, დეკუს მიერ გაწეულ სამუშაოს მხარდაჭერა გამოუცხადა. “ბარსელონას” მწვრთნელმა ასევე ნათლად აღნიშნა, რომ კარგად ესმის შეტევის გასაძლიერებლად გარკვეული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (11)

დატოვე კომენტარი

  • mesi_10
    mesi_10 ლეგენდა
    schedule 04 აგვ 2026, 21:42

    ალვარესის ტრანსფერზე თუ შედგება მივესალმები მარა თუ ჩაიშალა მაგაზე ნამდვილათ არ დამწყდება გული ნუ ჩემი აზრი ასეთია რომ სადღაც გრიზმანის მსგავვსი ტრანსფერი იქნება კი ტექნიკას ვერ დაუწუნებ მარა ცხრიანის პოზიციაზე თუ შეიძლება ამან ლევანა შეცვალოს ეგეც საკითხავია ფლანგებზე კიდე რაფინია და იამალი არიან აი რაღაც გულიც მეთანაღრება მე ოსიმენი უფრო მგონია ბარსას კანდიდატურად ვიდრე ალვარესი ფასითაც რომ შევადაროთ მაქსიმუმ 70-80 დაჯდეს დარბის მაინც ნუ ვაღიარებ რომ ჯარიმებს ალვარესზე უკეთ კი არადა საერთოთ არ ურტყავს მარა რატომღაც ოსიმენს ვისურვებდი …

    • Lasha Mamuladze
      Lasha Mamuladze გულშემატკივარი
      schedule 04 აგვ 2026, 22:50

      გრიზმანის მსგავსი ტრანსფერი მარტო, იმიტომ არ არი და არც მგონია, რომ გრიზმანს მაშინ ბარსაში მესი დახვდა, ეგ იმ ტიპის ფეხბურთელებ მიეკუთვნებოდა თამაში ვისზეც უნდა აწყობილოყო და კი იყო ეგრე მსოფლიო, რომ მოიგო საფრანგეთმა გრიზმანი იყო მანდ საოცრად კარგი..ბარსაში კიდე არ იყო მისი ადგილი და არც შესაფერისი დრო, ალვარესის შემთხვევაში სხვაგვარად არი ყველაფერი, და დარწმუნებული ვარ, რომ რაფინიას ან იამალის არ ყოფნაში შეძლებს ლიდერობას..ასე რომ აქ კარგად არი ნახსენები სიტყვა სტრატეგია, იცის ფლიკმა რაც ჭირდება მაგ ფეხბურთელისგან, თუ მოვიდა ძალიან კარგი იქნება…

  • Aron
    Aron ახალბედა
    schedule 04 აგვ 2026, 13:14

    რავიცი, ალვარესის რაც თამაშები ნანახი მაქვს რო ვთქვა რო ბარსას სტილს თამაშობს, არამგონია. ფერან ტორესი იდეალურია სტილით ბარსასთვის, უბრალოდ რეალიზაციის პრობლემა აქვს ალბათ ყველაზე მეტად მაგ დონის თავდასხმელებს შორის. უბრალოდ ალვარესზე იგივე არ მოუვიდეს ბარსას რაც კოუტინიოსა და გრიზმანზე, რომლებსაც თავიდანვე ეტყობოდათ რო ბარსას სტილს ვერ მოერგებოდნენ, მიუხედავად თავიანთი კლასისა. ბარსას უფრო ტექნიკური და გამქცევი ფორვარდი ჭირდება ჩემი აზრით.

    • joy
      joy ახალბედა
      schedule 04 აგვ 2026, 18:01

      თქვენ ამბობთ რომ ჩლუნგი ტორესი არის ტექნიკური და გამქცევი? -არ ვიცი პლეისტეიშენში თუ აკეთებს ეგეთ რამეებს, რეალურად ერთადერთი რაც გამოდის კარგად არის გახსნები! ტექნიკას რაც შეეხება არ ვარ დარწმუნებული რომ ოცამდე აკენწლის ბურთს! ასისტებზე, დრიბლინგებზე და ფინტებზე საერთოდ აცრილია

    • PUIOL5
      PUIOL5 გულშემატკივარი
      schedule 04 აგვ 2026, 22:35

      ბარსას სტილი აღარ აქვს, ფლიკის სტილი სულ სხვაა ვიდრე ძველი ბარსასი. ალვარესს კარგი დარტყმა აქვს შეიძლება მაგის გამოყენება მაგრამ 100 მილიონზე მეტი არც ღირს და არცუნდა გადაიღონ

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_ ვეტერანი
    schedule 04 აგვ 2026, 09:37

    ოსიმენზე ითხოვენ 60 მილიონს, რავიცი რას აკეთებს ბარსა?
    60 მილიონად ოსიმენი ნაჩუქარია

    • Moriarti
      Moriarti გულშემატკივარი
      schedule 04 აგვ 2026, 11:20

      ოსიმენის იმხელა ხელფასი აქვს თუ არ გაინახევრებს არავინ მოიყვანს

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 04 აგვ 2026, 09:34

    სანამ სერესო ცოცხალია, ატლეტიკო სულ ასე გაგვაწვალებს ყოველ წელს. და ეს იმის სამაგიეროდ რო მსოფლიო დონის ვარსკვლავებს ვილიას, სუარესს 5 მილიონად ვაძლევდით? აგერ ლანგლეც არ ვაჩუქეთ მოგვცეს რამე მაგაში?

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 04 აგვ 2026, 13:48

      კი არ ვაძლევდით გვახევდა როგორც ლოხებს ძმა. გაიგეთ ლოხები და არიფები მართავენ ამ კლუბს და ამ საიტის მომხმარებლების გარდა ყველა ხვდება უკვე ამას მსოფლიოში☹️

      • Moriarti
        Moriarti გულშემატკივარი
        schedule 04 აგვ 2026, 15:29

        სუარესი, ვილა და ლენგლე არ ჭირდებოდათ და მაგიტომ გაუშვეს. არავის არ აუხევია

        • Motamashe
          Motamashe ახალბედა
          schedule 04 აგვ 2026, 17:53

          კაი კაცო😁 ბაბაჩკით რომ არ დახვედრია სერესო პადიეზდთან და და წაურთმევია ეგ მეც ვისი😂 მაგრამ ორ სუპერ ფორვარდს რომ უფასოდ გაატან კონკურენტს, ორივე ჩემპიონს გახდის ისეთ გუნდს ოც წელიწადში ერთხელ რომ ხდება ჩემპიონი და ასეთი სიკეთეების შემდეგ, პლუს გრიზმანში რომ 120 გადაიხდი და ორ წელიწადში ოცად უკან უბრუნებ მაინც იმას რომ ვერ მიახწევ, რომ ის გუნდი არათუ მადლიერი არ არის, არამედ როგორც სირს ისე მაინც არ გიყურებდეს. ხო ჩემი აზრით ეგ არის ლოხობა, სირობა, უთავმოყვარეობა, ახევაც და თავზე დაჯმაც პა ხოდუ.