workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერმინი: უმაღლეს დონეზე ვართ, მაგრამ მოდუნების უფლება არ გვაქვს

ფერმინი: უმაღლეს დონეზე ვართ, მაგრამ მოდუნების უფლება არ გვაქვს

სტამბოლში “გალათასარაისთან” გამარჯვებისას ფერმინ ლოპესმა ლამინ იამალის ულამაზესი გადაცემით თავური დარტყმით ანგარიში 1-2 გახადა და “ბარსელონა” წინ გაიყვანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ესპანელმა შემტევმა იამალთან არსებულ განსაკუთრებულ კავშირზე ისაუბრა:

“ლამინი ჩემი მეგობარი და შესანიშნავი თანაგუნდელია. როდესაც ბურთი მას აქვს, მუდმივად ვცდილობ თავისუფალ ზონაში გავეხსნა, რადგან ის მხედავს და ჩემს მოძებნას ცდილობს. ის მსოფლიოში საუკეთესოა და უდიდესი ოსტატობა აქვს. მოედნის მიღმა შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და ეს მოედანზეც გადადის.

ჩემი გოლის ნახევარს ლამინ იამალს მივცემდი – ეს მისგან ნამდვილი საჩუქარი იყო! თუმცა პირადად ჩემთვის გოლების გატანა დაუჯერებელი გრძნობაა. ‘ბარსელონას’ მაისურით თავის გამოჩენა მუდამ განსაკუთრებულია”.

სეზონი გრძელია – მოდუნების დრო არ არის

ფერმინმა გუნდის მიმდინარე ბრწყინვალე ფორმა შეაფასა, თუმცა თანაგუნდელებს სიფხიზლისკენ მოუწოდა:

“უმაღლეს დონეზე ვართ, თუმცა ჯერჯერობით ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სეზონი ძალიან გრძელია. შესანიშნავ დინამიკაში ვართ და ბევრს ვშრომობთ, მაგრამ მოდუნება არ შეიძლება, ასე უნდა გავაგრძელოთ.

ვიცით, რომ წინ ურთულესი კვირა გველის. ძალიან ძლიერ მეტოქეებთან მოგვიწევს თამაში, თუმცა მზად ვართ და მიმდინარე თვეში დარჩენილი ყველა შეხვედრის მოგებას შევეცდებით. ეს მხოლოდ სეზონის დასაწყისია და ვიცით, რომ გარკვეულ მომენტში შესაძლოა ჩავარდნაც გვქონდეს. ამ ეტაპზე ჩვენი კარგი ფორმით უნდა ვისიამოვნოთ და ეს ტემპი შევინარჩუნოთ”.

თამაშის სადავეების დაბრუნება

სტამბოლური შეხვედრის რთულ მონაკვეთზე ფერმინმა დასძინა:

“ჩვენი დომინაციის მიუხედავად, მათი გატანილი გოლის შემდეგ თამაში უცნაური გახდა. თუმცა ამის შემდეგ შევძელით ვითარების შემოტრიალება და მატჩის სადავეების სწორად მართვა”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 14 ოქტ 2026, 16:16
    #2

    ამის ფანატი ვარ, რამდენი წელია ვიძახი, ამისთანა გოლზე დაგეშილ ნახევარმცველს ვერ ნახავთ, ნუ შეიძლება ნახოთ, მაგრამ ასეთი მებრძოლი იშვიათად.

    • ALBATROSS
      ALBATROSS ახალბედა
      schedule 14 ოქტ 2026, 18:12
      #4

      ის ამპარტავანი ბელინგემი თუმცა როგორც ეს შრომობს მარტო გოლზე არაა ფერმინი ზოგადად პრესინგიდან გამოსვლა მაგრად ეხერხება და შეტევაში გადასვლა საერთოდ, დარტყმა კიდე ყველა წერტილიდა შეუძლია თუ კი ღიაა მის წინ დერეფანი უეჭველი კარში უშვებს

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 14 ოქტ 2026, 15:06
    #1

    ოო ფეოლაც აღარაა. საიტმა კაპიტულაცია გამოაცხადა.

    GIF
    • ggiiorgi
      ggiiorgi ვეტერანი
      schedule 14 ოქტ 2026, 16:50
      #3

      სულ წავიდა თუ დროებით, მოაკლდა საიტს მისი მიმოხილვები