ფლიკი “ახალ კასადოსა და ბერნალს ეძებს”: 15 ახალგაზრდა წინასასეზონო შეკრებაზე

ფლიკი “ახალ კასადოსა და ბერნალს ეძებს”: 15 ახალგაზრდა წინასასეზონო შეკრებაზე

მოკლე აღწერა: ჰანსი ფლიკმა “ბარსელონას” წინასასეზონო შეკრებაზე აკადემიის 15 ფეხბურთელს უხმო. გერმანელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ახალგაზრდებს შორის პირველი გუნდისთვის ახალ ტალანტებს აღმოაჩენს, როგორც ეს 2024 წელს მოხდა.

ჰანსი ფლიკისთვის ეს ზაფხული ძალიან ჰგავს “ბარსელონაში” მის პირველ წინასასეზონო მზადებას. 2024 წელს კოპა ამერიკა, ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები ერთმანეთს დაემთხვა. შესაბამისად, გერმანელმა სპეციალისტმა მზადება, ისევე როგორც ახლა, მინიმალური რესურსით დაიწყო.

2024 წლის გამოცდილება

იმ პერიოდში ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან მარკ კასადო, პაუ ვიქტორი, მარკ ბერნალი, ექტორ ფორტი, ჟერარ მარტინი, გილერმო და ტონი ფერნანდესები, გუნდთან ერთად ივარჯიშეს, იმოგზაურეს და ბევრმა მათგანმა მწვრთნელის ნდობა დაიმსახურა. ფაქტობრივად, მარკ კასადომ და მარკ ბერნალმა თავი ძალიან მაგრად წარმოაჩინეს. ბერნალს სეზონის დასაწყისში მიღებულმა ტრავმამ შეუშალა ხელი, თორემ მეტი სტაბილურობა ექნებოდა. ექტორ ფორტმა და ჟერარ მარტინმაც დაიმკვიდრეს ადგილი, თუმცა შედარებით ნაკლებად, ვიდრე ნახსენებმა ორმა საყრდენმა ნახევარმცველმა.

15 ტალანტი აკადემიიდან

ახლა მწვრთნელმა აკადემიიდან 15 ფეხბურთელი გამოიძახა, რომლებიც ფლიკის ნდობის მოპოვებას შეეცდებიან, თუმცა ზოგიერთი მათგანი გასულ სეზონში პირველი გუნდის ვარჯიშებსა და განაცხადებში ხშირად ხვდებოდა. პოზიციების მიხედვით ეს ფეხბურთელები არიან:

  • მეკარე: არონ იააკობიშვილი, რომელიც გასულ სეზონში იჯარით “ანდორაში” თამაშობდა.
  • მცველები: ალვარო კორტესი, ჩავი ესპარტი და ჟოფრე ტორენტსი “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი სახელებია, რადგან გასულ სეზონში პირველ გუნდში ცოტა დრო, მაგრამ მაინც მიიღეს. ჰაფიზ გარიბა კი ცენტრალური მცველია, რომელიც კლუბის აკადემიას 2025 წლის თებერვალში შეუერთდა.
  • ნახევარმცველები: მწვრთნელმა გამოიძახა ტომი მარკესი და გილერმო ფერნანდესი, რომლებსაც კარგად იცნობს და ვარჯიშებზე ხშირად ჰყავდა. სიაშია ორიან გორენიც – ისრაელელი ფეხბურთელი, რომელიც “ჟუვენილ A”-ში თამაშობდა და შუახაზშიც შეუძლია მოქმედება. შემტევ ნახევარმცველად კი ებრიმა ტუნკარა იქნება, რომელიც კადეტთა ასაკის მიუხედავად, პოლ პლანასის გუნდსა და სარეზერვო გუნდს შორის ინაწილებდა დროს.
  • გარემარბები და თავდამსხმელები: ფლანგებზე არიან იბრაჰიმ დიარა (რომელიც გასულ სეზონში ტრავმებმა გააწამა), შეინ კლუივერტი და ალექს გონსალესი (“დამიდან” გადმოსვლის შემდეგ მარტში შედგა მისი დებიუტი). რაც შეეხება თავდამსხმელებს, ჰანსი ფლიკს სურს ახლოდან დააკვირდეს ოსკარ ჟისტაუსა (რომელსაც ასევე არ გაუმართლა ტრავმების გამო) და ტონი ფერნანდესს. მათთან ერთად არის ჰამზა აბდელკარიმიც, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გასულ სამშაბათს დაასრულა და ორშაბათს წინასასეზონო მზადებას უკვე შეუერთდა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი