workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

მას შემდეგ, რაც “ატლტეიკოსა” და “ვალენსიას” შეხვედრა დასრულდა, “ბარსელონამ” ესპანური ფეხბურთის ახალი რეკორდი ოფიციალურად დაამყარა. კატალონიური კლუბი ლა ლიგას ზედიზედ 54 ტურის განმავლობაში ლიდერობს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

აქამდე რეკორდი “რეალს” ეკუთვნოდა, რომელიც ლა ლიგას 53 ტურის განმავლობაში ლიდერობდა. ეს 1986-1988 წლებში ხდებოდა.

“ბარსამ” რომ რეკორდი დაამყარა, ეს დიეგო კოსტას დამსახურებაცაა. “ატლეტიკოსა” და “ვალენსიას” მატჩში მადრიდელებს რომ ოთხბურთიანი სხვაობით მოეგოთ, ლიდერი სწორედ “ატლეტიკო” ხდებოდა. მატჩი 3:0 დასრულდა, ხოლო კოსტამ, 74-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანის გატანა ვერ მოახერხა. ამის გამო, “ბარსას” და “ატლეტიკოს” ქულებიც და ბურთების შეფარდებაც თანაბარი აქვთ, მაგრამ ტატა მარტინოს შეგირდებს კონკურენტზე ერთი გოლით მეტი აქვს გატანილი და “ბლაუგრანა” ლიდერი სწორედ ამის გამოა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward