workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანელებმა “ოქროს ბურთი” ჩავის მისცეს

ესპანელებმა “ოქროს ბურთი” ჩავის მისცეს

ცნობილმა მადრიდულმა გაზეთმა Marca–მ, ჩაატარა გამოკითხვა, თუ ვინ გახდება 2009/2010 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. როგორც მოგეხსენებათ, “ოქროს ბურთის” მოსაპოვებლად იბრძვიან ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, დიეგო ფორლანი და ვესლი სნეიდერი. პირველ მათგანს ხმა მისცა გამოკითხულთა 56%–მა. დანარჩენები ესპანელს საგრძნობლად ჩამორჩნენ.

ასე და ამგვარად, ესპანელთა აზრით საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ რომ ერნანდესია. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უეფა და ვინ მოიპოვებს “ოქროს ბურთს”.

წყარო: championat.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward