ბართომეუ: "ბარსელონას" ნეიმარის შეძენა სურს"

ბართომეუ: "ბარსელონას" ნეიმარის შეძენა სურს"

კატალონიის "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ კომენტარი გააკეთა ბრაზილიური "სანტოსის" ახალგაზრდა ვარსკვლავის "ბარსელონაში" შესაძლო გადმოსვლასთან დაკავშირებით, მოახლოვებულ ზაფხულში

"ტიტო ვილანოვა კლუბში შემდეგ სეზონშიც იმუშავებს. "ბარსელონა" ნეიმარის შეძენით დაინტერესებულია მისი შეძენა თვით სამწვრთნელო შტაბმაც მოითხოვა. თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე მის შეძენას ვერ მოვახერხებთ, რადგან მას მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან, წასვლის სურვილი კი მას ჯერჯერობით არ აქვს. რაც შეეხება მეკარის საკითხს, ვალდესმა უკვე განაცხადა, რომ წავა. თუმცა ეს ყველაფერი აუცილებლად მომავალ ზაფხულში არ მოხდება იმიტომ, რომ მას მოქმედი კონტრაქტი აქვს "ბარსელონასთან" 2014 წლამდე და იმედია ბოლომდე გამოიმუშავებს. ხოლო თუ ის წავა სამწვრთნელო შტაბი ამისთვის მზად იქნება და ჩვენ მის შემცვლელს მოვძებნით." - განაცხადა ბართომეუმ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.