დავიდ ვილიას მიმართ ინტერესს კატალონიის “ბარსელონა” იჩენს. ჟოან ლაპორტამ არაერთხელ გამოხატა ესპანელის ყიდვის სურვილი, თუმცა გასულ ზაფხულში მისი ტრანსფერი არ შედგა. როგორც ჩანს, “ბლაუგრანას” პრეზიდენტი გამოსამშვიდობებელ საჩუქარს უმზადებს კულეებს.
დავიდ ვილია და ლეო მესი გადაიღეს “Adidas–ის” ახალ რეკლამაში. გადაღების შემდეგ, ესპანელმა რამდენიმე კითხვას უპასუხა, რომელიც მას ჟურნალისტებმა დაუსვეს. მისი განცხადებით, იგი არ ფიქრობს არცერთ გუნდზე “ვალენსიას” გარდა, თუმცა არ გამორიცხავს “ბარსელონაში” გადასვლას. ესპანელი მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე არის კონცენრტირებული.
“არ ვაპირებ კლუბის გამოცვლას მუნდიალის დაწყებამდე.მე მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ვფიქრობ, თუმცა გამორიცხული არაფერია”– განაცხადა დავიდმა.
როგორც ირკვევა, “ვალენსიას” პრეზიდენტი და ვილია უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. ლორენტეს თქმით, მისი და ფეხბურთლის სურვილები ერთმანეთს ემთხვევა.”ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და ჩვენი სურვილები ერთმანეთს ემთხვევა”–განაცხადა ლორენტემ.
რაც შეეხება მესის, არგენტინელმა აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით ითამაშებდა ვილიასთან ერთად. მის აზრს დაეთანხმა დავიდიც და განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთლის გვერდით თამაში მისთვის დიდი პატივი იქნება.
წყარო : http://sport.es/