დიდი მიმოხილვა 2013. გუნდები, რომლებმაც დაგვტოვეს

დიდი მიმოხილვა 2013. გუნდები, რომლებმაც დაგვტოვეს

“მალიორკა”


საბოლოო პოზიცია: 18
აღებული ქულები: 36
დაშორება გადამრჩენ მე-17 პოზიციამდე: 1 ქულა
“მალიორკამ” საშუალოდ 1 გოლი 79% გაუშვა საშიანო შეხვედრებში
“მალიორკამ” საშუალოდ 1 გოლი 95% გაუშვა გასვლით შეხვედრებში
ქულების საერთო რაოდენობის 72% “მალიორკამ” სახლში მოიპოვა
“მალიორკამ” სტუმრად ჩატარებული მატჩების 68% წააგო 
“მალიორკას” მინიმუმ ერთი გოლი გაჰქონდა უკანასკნელ 11 შეხვედრაში


კომენტარი: ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 16 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ “მალიორკამ” კლასით უკან დაიწია. თუმცა “მალიორკამ” 2012/2013 წლების სეზონი საწყის 5 ტურში წაუგებლად დაიწყო, (5 გამარჯვება, 2 ფრე). შემდეგ ამას პიკს მოჰყვა უცვლელი შედეგი სატურნირო ცხრილში აქტიურობაც, რომელმაც გუნდს ვერაფერი მოუტანა. 5 წარმატებული ტურის შემდეგ კი ყველაფერი საპირისპიროდ წარიმართა. საუბარია 11 მატჩიან მოუგებელ სერიაზე, (8 მარცხი, 3 ფრე). “მალიორკამ” დაამყარა ანტი-რეკორდი ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერიის გათვალისწინებით – ზედიზედ 6 მარცხი. 18 ტურის შემდეგ გუნდი მე-19 პოზიციაზე იმყოფებოდა. 22 ტურის შემდგომ გუნდის მწვრთნელი, ხოაკინ კაპაროსი დათხოვნილი იქნა, კლუბის ახალმა მწვრთნელმა – გრეგორიო მანსანომ კი “მალიორკას” ლა ლიგაში ადგილი ვერ შეუნარჩუნა. 

“დეპორტივო ლა კორუნა”


საბოლოო პოზიცია: 19
აღებული ქულები: 35 
დაშორება გადამრჩენ მე-17 პოზიციამდე: 2 ქულა
“დეპორტივო” უშვებდა საშუალოდ ერთ გოლს გასვლითი მატჩების 95%-ში
“დეპორტივომ” მოპოვებული ქულების 66% საშიანო შეხვედრებში მოიპოვა
“დეპორტივომ” საინტერესო შედეგი დააფიქსირა “ბარსელონასთან” მატჩში – ლა კორუნელებს 4 გოლიც კი არ ეყოთ კატალონიელების დასამარცხებლად.
“დეპორტივო” ყველაზე ნაკლებად მომგები გუნდია ჩემპიონატშიმხოლოდ 8 გამარჯვება
“დეპორტივო” ყველაზე მეტი გოლის გამშვები გუნდია ჩემპიონატში44 გოლი 

კომენტარი: გაკოტრების პერიპეტიების შემცირების შემდეგ, მცირე კლასის დამსახურებით, ლა კორუნელებისათვის ლა ლიგაში ნანატრი დაბრუნება არც თუ ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ყველაფრის მიუხედავად მისია შეუსრულებელი დარჩა. რასაც კვლავ სეგუნდაში გავარდნა მოჰყვა. სეზონის კრახი დასაწყისშივე დაიწყო “დეპორტივოს” 9 თამაშიდან 4 მარცხი და 4 ფრე ჰქონდა. 6 ტურის შემდეგ კი “დეპორტივო” მე-16 ადგილზე იყო საიდანაც უკვე თავის დაღწევას ვეღარ ახერხებდა. ყველაფერს სამწვრთნელო ცვლილებები მოჰყვა გუნდმა სეზონის მსვლელობისას 2 მწვრთნელი გამოიცვალა რაც არცერთ გუნდს არ გაუკეთებია. ლა კორუნელების პირველი დამრიგებელი ლუის ოლტრა იყო, რომელმაც გუნდი სეგუნდადან ამოიყვანა. მის შემცვლელად პორტუგალიელი დომინგუშ პასიენსია მოიყვანეს. სახლში წვეული მძიმე მარცხის შემდეგ “გრანადასთან” 23-ე ტურში, პასიენსიას გაგდება გამოიწვია. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა გაცილებით საშინელი შედეგი დააფიქსირა, 5 მარცხი და 1 ფრე 6 შეხვედრაში. 24-ე ტურიდან კი კლუბი ფერნანდო ვასკეს პენამ ჩაიბარა, რომელმაც “დეპორტივოს” მაინც ვერ უშველა თუმცა კლუბმა მასთან კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივა. 

“სარაგოსა”


საბოლოო პოზიცია: 20
აღებული ქულები: 34
დაშორება გადამრჩენ მე-17 პოზიციასთან: 3 ქულა
“სარაგოსამ” სეზონში საშუალოდ ერთ გოლს საშინაო მატჩების 84%-ში უშვებდა
“სარაგოსამ” საშინაო შეხვედრების 53%-ში მარცხი იწვია 
“სარაგოსამ” ვერ შესძლო გამარჯვების მოპოვება უკანასკნელ 10 გასვლით მატჩში
“სარაგოსა” ყველაზე წამგები გუნდია (22 შეხვედრა მთლიან სეზონში) 


კომენტარი: პრიმერაში ჩატარებული უკანასკნელი 4 სეზონის შემდგომ, “სარაგოსა” კვლავ სეგუნდა დივიზიონში დაბრუნდა. ცუდი სეზონის ჩატარების შემდგომ, კლუბის ლოგიკური და საბოლოო შედეგი პრიმერაში ყველაზე წამგები გუნდის სტატუსის მოპოვების საბაბი გახდა. საწყის 15 ტურში გუნდი შედარებით ნორმალურ შედეგს აჩვენებდა – 6 გამარჯვება, 8 მარცხი და მხოლოდ 1 ფრე. შემდეგ კი კოშმარული 17 მატჩიანი მოუგებელი სერია დაიწყო სადაც გუნდმა 12 მარცხი და 5 ფრე იწვია. ამის შედეგად არაგონელები მე-19 პოზიციაზე დაეშვნენ. იყო გააქტიურება და გადარჩენის მცდელობა – 2 მოგება, 1 ფრე თუმცა ამაოდ ამ ყველაფერმა გუნდს მე-20 ადგილი მაინც ვერ ააცილა. საინტერესო დეტალი კი ის არის, რომ – კლუბს მთელი სეზონის განმავლობაში ერთხელაც არ შეუცვლია მთავარი მწვრთნელი, მანოლო ხიმენესი. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი