workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი მატჩის ისტორია – არ ვითამაშებთ!

ერთი მატჩის ისტორია – არ ვითამაშებთ!

                             ბარსა თასის ნახევარფინალში “ატლეტიკოს” შეხვდება და აბა როგორ არ გავიხსენოთ ამ გუნდებს შორის ყველაზე სკანდალური დაპირისპირება, რომელიც ასევე კოპას ნახევარფინალში შედგა, 2000 წლის 24 აპრილს. ბარსას ლუი ვან გაალი წვრთნიდა, ლა ლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ, კოპას ნახევარფინალში იყვნენ და ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად მიდიოდა საქმე, მაგრამ საბოლოოდ, ბარსა უტიტულოდ დარჩა. ამას კი ჰქონდა თავისი მიზეზები. 

პირველი მატჩი მადრიდში ჩატარდა, “ატლეტიკომ” 3:0 მოიგო. ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან “ბარსელონასი” არ იყოს, მადრიდელებსაც ძალიან უცნაური სეზონი ჰქონდათ, ჰყავდათ გადასარევი ახალწვეული ფორვარდი, რომელმაც აბსოლუტურად გაამართლა და ლა ლიგის ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა, ჯიმი ფლოიდ ჰასელბანკი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებდა, მაგრამ “ატლეტიკო” ლა ლიგიდან გავარდა. “ატლეტიკო” ლა ლიგაში ქულებს ქულებზე კარგავდა, ამიტომ, არავინ ელოდა თუ პირველ შეხვედრაში ბარსას გაანადგურებდნენ, ბარსას, რომელსაც სამი ტიტულის მოგებას უწინასწარმეტყველებდნენ. მიუხედავად პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხისა, ბარსა რისი ბარსაა, რემონტადაზე რომ არ ეფიქრა, მით უმეტეს, რომ მატჩამდე ექვსი დღით ადრე “ჩელსის” უმასპინძლეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ლონდონში 1:3 წააგეს, სახლში კი 5:1 მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ. ესე იგი, ყველაფერი შესაძლებელია! მაგრამ “ათლეტებთან” მატჩის წინ ისეთ მდგომარეობაში აღმოჩდნენ, რომ მოგებაზე აღარავის უფიქრია, “კამპ ნოუ” ცარიელი იყო, ასეთი ცოტა ქომაგი პანდემიამდე არავის უნახავს. 

საქმე ის იყო, რომ კოპას ნახევარფინალი საერთაშორისო შეხვედრებს დაემთხვა, მათ შორის, ბარსას ფეხბურთელებიც მიიწვიეს ნაკრებში. ნიდერლანდები შოტლანდიას ხვდებოდა და “ბარსელონას” ექვსი ფეხბურთელი გამოიძახეს. ამასობაში ბევრ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებდა, ვიღაცებს დისკვალიფიკაცია ჰქონდათ და დარჩა გუნდი 10 კაცით. კლუბმა განცხადება გაავრცელა: “საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა“ ვერ დაუშვებს თავისი ფეხბურთელების ამ მატჩში მონაწილეობას, რადგან კლუბი მიიჩნევს, რომ მატჩის გადადების უარყოფა არაკანონიერია და ძალას მოკლებულია; ის არღვევს კლუბის სპორტულ, სოციალურ და ფინანსურ უფლებებს; და საბოლოოდ, კლუბი ვერ დაუჭერს მხარს ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომელიც აკნინებს, აუფასურებს და დისკრედიტაციას უწევს ოფიციალურ შეჯიბრებას.“

ნუნიესი გაუთავებლად ითხოვდა შეხვედრის გადადებას, მაგრამ ფედერაციისგან ყოველ ჯერზე უარი მიიღო, სწორედ ამიტომ, “კამპ ნოუზე” თეატრალური დადგმა ვნახეთ. მოედანზე ათი კაცი გამოვიდა და აუტის ხაზთან დადგნენ. უარი თქვეს თამაშზე. მხოლოდ ერთი შანსი იყო, სათადარიგოთა მეკარე უნდა გამოეყვანათ მეთერთმეტე მოედნის მოთამაშედ, რაც დამამცირებელია, ამას არავინ გააკეთებდა. გვარდიოლამ მსაჯს გარკვევით აუხსნა, რომ ასე ვერ ითამაშებდნენ.

საბოლოოდ, ბარსას 0:3 წაგება ჩაუთვალეს, ფინალი “ატლეტიკომ” ითამაშა და “ესპანიოლთან” დამარცხდა. წააგეს კოპას ფინალიც და გავარდნენ ლა ლიგიდანაც. სეზონის ბოლოს დაკარგეს ჰასელბანკიც, რომელმაც სეგუნდაში თამაში არ ისურვა და “ჩელსიში” გადავიდა. მას მერე ფიფაც ჩამოყალიბდა კალენდარზე, ასე აღარ ხდება, რომ შუა სეზონში ფეხბურთელებს უთხრან ახლა ნაკრები გეძახით და კლუბები მიატოვეთო, მართალია მგზავრობა და გადაღლა თავის როლს ყოველთვის თამაშობს, მაგრამ მატჩები ერთმანეთს აღარ ემთხვევა. 

ამ ყველაფერმაც ბარსას კისერზე გადაიარა და ესპანეთის ფეხბურთის ლიგა ვერც მაშინ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, რათა გონივრული გადაწყვეტილება მიეღო. 

ბარსამ კი ტრავმიანობას ვერაფერი მოუხერხა და ყველა ტურნირზე დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი დათმეს “ვალენსიასთან”. არადა, ფინალში გასვლის შემთხვევაში პარიზში ელ კლასიკოს ვიხილავდით. დიდებული სანახავი იქნებოდა და სავარაუდოდ დაისაკუთრებდნენ რივალდო და ფიგუ ნანატრ ჩემპიონთა ლიგის ტიტულს, მაგრამ დამარცხდნენ “ვალენსიასთან”, რასაც ნუნიესის გადადგომა, ახალი არჩევნები და ფიგუს გაქცევა მოჰყვა. ესე იგი, ძველი “ბარსელონას” დასასრული და ქაოსის დასაწყისი. 

ლა ლიგის ბოლო სამ ტურში მხოლოდ ორი ქულა აიღეს, ჩემპიონი კი “დეპორტივო” გახდა. ამით დასრულდა ვან გაალის “ბარსელონას” ისტორია. 

 
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 10 თებ 2026, 08:25
    #5

    კარგია რომ ასეთი სისულელეები დღეს აღარ ხდება. სანაკრებოზე გუნდი უფეხბურთელებოდ რო აღარ რჩება.

  • ჰანს ფლიკი
    schedule 09 თებ 2026, 22:39
    #4

    იმიტომ მიყვარს ეს ქედ შეუდრეკელი გუნდი.

  • Clever liar
    schedule 09 თებ 2026, 21:11
    #3

    როგორ გიჟდებოდა ბარსაზე ფედერაცია ოდიდგანვე ხო ცხადია 😀 ფაქტიურად ხმლით და სისხლით აქვთ ყველა ტიტული მოპოვებული. თუმცაღა ისიც აღსაღნიღნაშნია ყველა სირთულესთან ერთად, რომ დღევნადელივით და კიდე უფრო უარესი ტყული სუპი გვყავდა მაშინაც დაცვის რგოლში. დებური რაც უკეთესი იყო ნაკრებში მით უარესი კლუბში, პუიოლი დღევანდელი არაუხო 1-1ში. აბელარდო, რაიციგერი, ბოგარდებზე სალაპარაკო რაღა არის. ყველასთვის შეეძლოთ მოეგოთ 3,4,5 ბურთის სხვაობით და ყველასთანვე იგივე შოტით დამარცხდებოდნენ მეორე მატჩში.. ფიგუს გუნდიდან წასვლა კი აღმართში ელვის დაცემა იყო და ზურგში ქვემეხი :)) ბევრი გვაქვს გადატანილი ბევრიიი

  • me da barca
    schedule 09 თებ 2026, 20:46
    #2

    რა არ გაუკეთეს ბარსას, რამდენი არაკაცური საქციელი ჩაიდინეს, თუმცა ბარსა მაინც ხნავს ამ ბო*ებს.

  • Just_Barca_Lover
    schedule 09 თებ 2026, 18:05
    #1

    10 კაცით მართლა როგორ ეთამაშათ მეზობლის ბავშვს ხომ არ დაიმატებდნენ?!