2026 წლის დატვირთული დასკვნითი ნაწილის წინ ჰანსი ფლიკმა “ბარსელონას” წამყვანი ფეხბურთელებისთვის დატვირთვის მართვის სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა.
Sport-ის ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტი ნოემბერში გუნდის ლიდერების სათამაშო დროს განსაკუთრებული ყურადღებით აკონტროლებს. მისი მიზანი ფეხბურთელების გადაღლის თავიდან აცილება და ტრავმების რისკის შემცირებაა.
“ბარსელონას” წამყვანი ფეხბურთელების მიერ საკლუბო და სანაკრებო დონეზე ბოლო ოთხ მატჩში (360 წუთი) ჩატარებული წუთები:
- პედრი – 194 წუთი.
- ლამინ იამალი – 180 წუთი.
- ჟოან გარსია – 180 წუთი.
- რაფინია – 175 წუთი.
- პაუ კუბარსი – 135 წუთი.
- ერიკ გარსია – 84 წუთი.
სამწვრთნელო შტაბის პრიორიტეტი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელებისთვის დასვენების შესაძლებლობის მიცემაა, რათა ისინი “ატლეტიკოსთან” და “მანჩესტერ სიტისთან” უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებებს ოპტიმალურ ფიზიკურ მდგომარეობაში შეხვდნენ.




forum კომენტარები (0)