“ბარსელონას” შემტევი ენტონი გორდონი ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მე-5 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ინგლისელმა ფეხბურთელმა ბაქოში, აზერბაიჯანული “საბაჰის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და კატალონიური გუნდის 4-1 გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გორდონმა მატჩში 9.2 შეფასება დაიმსახურა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ასეთია:
- ენტონი გორდონი (ბარსელონა)
- კუჩო ერნანდესი (ბეტისი)
- ანტონიო ნუსა (ლაიფციგი)
- კილიან მბაპე (რეალ მადრიდი)
მიმდინარე სეზონში გორდონმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 5 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.




მბაპეს რო ყველგან ტენიან, 4-დან რატომ? 3-დან უფრო სწორი არ არის?
ეს კარგი იყო მარა გადამწყვეტ თამაშებშიც თუ გამოიჩენს ხოლმე თავს მთლად საუკეთესო იქნება