მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალექს კამპოსის უნაკლო დებიუტი – 100%-იანი სიზუსტე

ალექს კამპოსის უნაკლო დებიუტი – 100%-იანი სიზუსტე

მოკლედ
"ბარსელონას" 18 წლის ცენტრალურმა მცველმა ალექს კამპოსმა "საბაჰთან" სადებიუტო შეხვედრაში 36-ვე გადაცემა ზუსტად შეასრულა და თავი საიმედო თამაშით გამოიჩინა.

ჩემპიონთა ლიგაზე “საბაჰთან” გამართული შეხვედრა (4-1) ალექს კამპოსისთვის დაუვიწყარი იქნება. 18 წლის ცენტრალური მცველი მე-12 ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ჰანსი ფლიკმა “ბარსელონას” პირველ გუნდში სადებიუტო მატჩის ჩატარების შესაძლებლობა მისცა.

ჟიულ კუნდეს, ერიკ გარსიასა და ანდრეას კრისტენსენის ტრავმების გამო ახალგაზრდა მცველი ბოლო კვირების განმავლობაში პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, ოთხშაბათს კი მისი შრომა დაფასდა.

კამპოსმა მეორე ტაიმში ფრენკი დე იონგი შეცვალა და მოედანზე თავის დამაჯერებლად წარმოჩენა მოახერხა. ახალგაზრდა ფეხბურთელი მარტივად, ზედმეტი რისკის გარეშე თამაშობდა და თანაგუნდელებს პრობლემებს არ უქმნიდა.

ალექს კამპოსის სადებიუტო მატჩის სტატისტიკა:

  • ნათამაშები წუთი – 28;
  • ბურთთან შეხება – 37;
  • ზუსტი გადაცემა – 36;
  • არაზუსტი გადაცემა – 0;
  • გადაცემების სიზუსტე – 100%;
  • დაბლოკილი დარტყმა – 1.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი