ბაქოში “ბარსელონას” მატჩისწინა ვარჯიშის დაწყებისას ყურადღების ცენტრში ჟიულ კუნდე მოექცა. როგორც Mundo Deportivo იტყობინება, ფრანგმა მცველმა ჰანსი ფლიკის მიერ ვარჯიშის წინ გამართულ შეკრებაზე დააგვიანა.
კუნდე თანაგუნდელებს რამდენიმე წამით გვიან შეუერთდა, როდესაც ფეხბურთელები უკვე წრეში იდგნენ, გერმანელი სპეციალისტი კი მათ მითითებებს აძლევდა. დაგვიანებული ფეხბურთელის დანახვისას ფლიკმა უკმაყოფილება სახის გამომეტყველებით გამოხატა. მომხდარს ინტერესით ადევნებდნენ თვალს კუნდეს თანაგუნდელებიც.
ფრანგი ფეხბურთელისთვის ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არაა. წარსულში დაგვიანების გამო კუნდეს ძირითად შემადგენლობაში ადგილი რამდენჯერმე დაუკარგავს.
ამჟამად, დაცვის ხაზში არსებული საკადრო პრობლემების გათვალისწინებით, კუნდე ფლიკისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ტრავმა ახლახან მოიშუშა.
ინციდენტის შემდეგ ფრანგმა ჩვეულებრივად ივარჯიშა, ფლიკს კი მის მიმართ განსაკუთრებული უკმაყოფილება აღარ გამოუხატავს.
კუნდეს “საბაჰთან” შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი აქვს. შეგახსენებთ, რომ ფრანგი მცველი მოედანს გასულ კვირას, “ვილიარეალთან” მატჩის მე-2 ტაიმში დაუბრუნდა, მას შემდეგ, რაც კოჭის ტრავმა მოიშუშა.






ბატია რა. მესმის ბარსელონაში დაგაგვიანდეს სახლიდან მოდიხარ და სტუმრად გუნდთან ერთად სასტუმროდან სტადიონამდე რანაირად უნდა დააგვიანო? სად აეთესა თანაკლუბელებს ტუალეტში?