ინფორმაციები “ბარსას” ბანაკიდან

ინფორმაციები “ბარსას” ბანაკიდან

ფაბრეგასი: “ბარსელონა” ჩემი სახლია, ვენგერი – მეორე მამა

“არსენალისა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ არსენ ვენგერთან საკმაოდ სერიოზული საუბარი ჰქონდა. ფრანგ სპეციალისტს მისი გუნდიდან გაშვება არ სურს.

“ბარსელონა” ჩემი სახლია. მე კატალონიელი ვარ. ბაბუაჩემი, ბიძაჩემი და ბიძაშვილები იქ მყავს. მე “ბარსას” ფერები ბავშვობიდან მიყვარს, მაგრამ მე “არსენალის” კაპიტანი ვარ და სწორედ ლონდონურ კლუბში მივაღწიე ყველაფერს. არსენგ ვენგერი ჩემთვის მეორე მამასავითაა. ის მამაჩემის  შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. მას ჩემი “არსენალიდან” წასვლა არ სურს. ვაღიარებ, რომ ჩვენი საუბარი საკმაოდ რთული გამოვიდა”, – ფაბრეგასის სიტყვებს ციტირებს Marca.

 

აბიდალი: ჩიგრინსკი სად არის ?

“ბარსელონას” მცველმა ერიკ აბიდალმა ახლახანს გაიგო, რომ ის და დმიტრო ჩიგრინსკი თანაგუნდელები აღარ არიან, წერია Sport-ის დღევანდელ ნომერში.

-“როდესაც გუნდში დავბრუნდი, ჩიგრინსკი ვერ შევნიშნე. თავიდან ვიფიქრე, რომ მას ტრავმა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ მისი “შახტარში” დაბრუნების შესახებ მითხრეს. არ ვიცი, იყო თუ არა ეს გვარდიოლას გადაწყვეტილება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ერთ წელში ადაპტაციის სრულად გავლა ძალიან რთულია”, – განაცხადა აბიდალმა.

როგორც ჩანს, ფრანგმა მცველმა არ იცის, რომ ჩიგრინსკის გაყიდვა ფინანსების საჭიროებასთან იყო დაკავშირებული, გვაუწყებს Sport-ი.

გლები “ბარსას” განაცხადში ვერ მოხვდა

“ბარსელონას” ნახევარმცველი ალექსანდრ გლები ნორგვეგიაში “ვალერენგას” წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა.

ასევე ამ მატჩში ვერ ითამაშებენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ჩემპიონატზე, იტყობინება “ბარსას” ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ გლები იმ ფეხბურთელთა სიაშია, ვისთვისაც “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა ახალ გუნდს ეძებს.

მარკესი: ნაკრებში კიდევ ორი წელი ვითამაშებ

“ბარსელონას” მცველმა რაფაელ მარკესმა ფიფას ოფიციალურ საიტთან საუბარში განაცხადა, რომ საერთაშორისო კარიერის დასრულებას კიდევ 2 წელი არ აპირებს.
რაფა მექსიკის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ლიდერია. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში მას 94 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ თამაშში ის კაპიტნის სამკლაურით გაუძღვა თავის გუნდს.

“ბოლო დროს ხშირად მეკითხებიან ამის შესახებ. უახლოესი ორი წელი ვაგრძელებ ნაკრებში თამაშს. ამის შემდეგ ფიზიკურ ფორმას და მორალურ მდგომარეობას დავაკვირდები და შემდეგ გამოჩნდება, გავაგრძელებ თუ არა ეროვნულ გუნდში თამაშს. ნაკრებში მანამ ვითამაშებ, სანამ არ შევატყობ, რომ დროა ადგილი ახალგაზრდებს დავუთმო. ვფიქრობ, მე კიდევ შემიძლია გამოვადგე მექსიკელებს”, – აცხადებს მარკესი.

ფაბრეგასი ვენგერთან შესახვედრად წავიდა

ესპანური გამოცემა Sport-ი იუწყება, რომ სესკ ფაბრეგასი ლონდონში წავიდა, სადაც ის არსენ ვენგერს შეხვდება და საკუთარი მომავლის შესახებ დაელაპარაკება.

შეგახსენებთ, რომ სესკ ფაბრეგასს პრესასთან არასოდეს დაუმალავს “ბარსაში” დაბრუნების სურვილი, თავად კატალონიელებიც ყველაფერს აკეთებენ მის დასაბრუნებლად. მხოლოდ “არსენალს” არ სურს კაპიტანთან განშორება. “ბარსელონას” მიერ შეთავაზებულმა თანხამაც კი ვერ შეუცვალა მათ აზრი.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია