დღეს მესი და ინიესტა გაემგზავრნენ მონაკოში

დღეს მესი და ინიესტა გაემგზავრნენ მონაკოში

 დღეს მესი და ინიესტა დაესწრებიან ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას, რომელიც ჩატარდება მონაკოში, 19:45 საათზე. "ბარსელონას" ეს ორი წარმომადგენელი იბრძოლებს ევროპის "საუკეთესო ფეხბურთელი 2011-12"  წოდებისათვის უეფას ვერსიით. პრიზი გადაეცემა გამარჯვებულს, რომელიც გამოვლინდება ხმების მიცემით. საუკეთესოსთვის ბრძოლაში მესის და ინიესტას კომპანიას გაუწევს მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდო.

 სამი ფინალისტი შეირჩა ხმის მიცემის საშუალებით, რომელშიც 53 ჟურნალისტი იღებდა მონაწილეობას. თითოეული ოფიციალურად წარმოადგენდა თავის ქვეყანას "უეფაში". ხმის მიცემა მოხდება ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის დროს. 

 "ბარსელონამ" კვლავ წარადგინა თავისი ფეხბურთელები "ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის" წოდებაზე უეფას ვერსიით. პირველ ნომინირებაზე იყვნენ ლეო მესი და ხავი ერნანდესი, მათთან ერთად კი რონალდო. წელს დაჯილდოებაზე სამეულში მეორედ მოხვდა არგენტინელი. მასთან ერთად ანდრეს ინიესტა და კვლავ რონალდო. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.