ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს 10 პრეტენდენტი ცნობილია

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს 10 პრეტენდენტი ცნობილია

უკვე ცნობილი გახდა იმ 10 პრეტენდენტის სია, რომლებიც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისათვის იბრძოლებენ (უეფას ვერსიით). ეს ფეხბურთელები არიან: გარეთ ბეილი ("ტოტენჰემი"), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი"), ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("პსჟ"), რობერტ ლევანდოვსკი ("დორტმუნდი"), ლიონელ მესი ("ბარსელონა"), თომას მიულერი ("ბაიერნი"), ფრანკ რიბერი ("ბაიერნი"), არიენ რობენი ("ბაიერნი"), ბასტიან შვაინშტაიგერი ("ბაიერნი), რობინ ვან პერსი ("მანჩესტერ იუნაიტედი").

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის 2012/2013 სეზონის გათვალისწინებით, დაჯილდოვების ცერემონია 29 აგვისტოს, საფრანგეთის ქალაქ "მონაკოში" გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის ფარგლებში. 

როგორც წინა წლებში, ჯილდოს მფლობელის ვინაობას სპორტული ჟურნალისტების ჟიურის მეშვეობით გავიგებთ, ასევე უეფას ყველა ასოციაციის წარმომადგენლებისაც. 6 აგვისტოს ზემოთხსენებული 10 ფეხბურთელიდან დასახელდება სამი კანდიდატი, რომლებიც ყველაზე მეტ ქულას მოაგროვებენ. კენჭისყრის დროს კი, მონაკოში ჟურნალისტები გამარჯვებულს გამოავლენენ, პირდაპირ ეთერში ხმების მიცემით, სოციალური ელექტრო სისტემის მეშვეობით.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.