workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი VI)

”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი VI)

”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი VI)… როგორც უკვე მოგახსენეთ, ”ბარსელონას” განცხადებული ჰქონდა, რომ ზაფხულში შეძენილი ერთ-ერთი ფეხბურთელის პოზიცია შეიძლება ცენტრალური თავდამსხმელი იყოს. ძირითადად, ინგლისური პრესა კატალონიელებს აგუეროს უკავშირებდა, მაგრამ გავარდა ჭორი, რომლის თანახმადაც ”ბარსელონა” ლუის სუარესს უმიზნებს. უბრალო ჭორია ეს, თუ რეალობა ამას ზაფხულში გავიგებთ, მე კი შევეცდები მაქსიმალური ინფორმაცია მოგაწოდოთ ურუგვალ ფორვარდზე.

ვინ არის ლუის სუარესი? 26 წლის, საკმაოდ გამოცდილი თავდამსხმელი, პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ყოველ შემთხვევაში იგი ნაღდად შედის ინგლისის ჩემპიონატის ტოპ-3 მოთამაშეში. ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ნაციონალურ პირველობაზე ერთ სეზონში 23 გოლის გატანას ახერხებს. 2011 წელს იგი მერსესაიდში გადაბარგდა, მაგრამ პრესაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სუარესს კლუბის გამოცვლა სურს. ერთ-ერთი კანდიდატი კი ”ბარსელონაა”.

http://25.media.tumblr.com/e5b3f917b27d3c92c34cd1bc33a331c4/tumblr_mm9gmb0nOG1spk1vuo1_500.jpg

რა არის ჩვენი საყვარელი გუნდის წინახაზის პრობლემა? არ გვყავს გოლის შემგდები, რა თქმა უნდა, მესის გარდა. ლიონელზე ლაპარაკი არ ღირს, იგი ყოველი თამაშის შემდეგ ახალ რეკორდს ამყარებს. ეს დადებითი თვისება აქვს ლუისს. იგი არის მებრძოლი, არც ისე მაღალია, მაგრამ თავისი სიმაღლისთვის საკმაოდ ღონიერი, თავით კარგად მოთამაშე, მოკლედ მშვენიერი ვარიანტი ”ბარსელონასთვის”. ერთადერთი რასაც დავუწუნებ სუარესს ეს არის ფსიქოლოგია. შეიძლება ფორმის პიკში იყოს (როგორც ეს წელს მოხდა) გოლს გოლზე იტანდეს და უცებ, რაიმე უაზრო საქციელის გამო 5-10 თამაშიანი სასჯელი მიიღოს, თუმცა ესეც, რა თქმა უნდა, გამოსწორებადია.

სუარესის დადებით მხარეებზე ლაპარაკის დროს, არ შეიძლება არ ავღნიშნოთ მისი ბრძოლისუნარიანობა და გამარჯვების ჟინი. ეს ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს. ლუისი მზადაა თავისი გუნდის გამარჯვებისთვის თავი გაწიროს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შეგვიძლია გავიხსენოთ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ურუგვაი განას წინააღმდეგ. ძალიან დაძაბული მატჩი გამოდგა და თამაშის მიწურულს განას რეალური მომენტი შეექმნა, კუთხურის შემდეგ აურზაური და გოლიც გავიდოდა, რომ არა ლუისის განწირული თამაში. მართალია მან ხელით მოიგერია ბურთი და მეკარის როლი შეასრულა, მაგრამ ამით მან ურუგვაის ნაკრები ნახევარფინალში გაიყვანა. თუ დავიწყეთ მსგავსი მაგალითების მოყვანა ”ლივერპულში”, თუ როგორი თავდადებით იბრძვის თითოეული ბურთისთვის, შორს წავალთ ასე რომ მთავარ თემას მივუბრუნდეთ.

დიახ, ”ბარსელონას” სჭირდება ტიპიური ”ცხრიანი”, რომელსაც ბევრი გოლის გატანა შეუძლია. კატალონიელებს ძალიან ბევრი ვარიანტი აქვთ ასარჩევად(ერთ-ერთი მთავარი – აგუერო), თუმცა მემგონი, სუარესის ტრანსფერმა გული არავის არ უნდა დაწყვიტოს. უძლიერესი ფეხბურთელი, გოლის ალღოთი. ზუსტად, ეს გვჭირდება ჩვენ!

[media=http://www.youtube.com/watch?v=jo48fgFyHrY]

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=CoHyH61ZUiM]

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=0ko-_MFgLQs]

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი I)

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი II)

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი III)

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი IV)

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი V)

სპეციალურად თქვენთვის, დავით თანანაშვილი

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward