workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”დეპორტივო”. ჟორდი როურა მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” – ”დეპორტივო”. ჟორდი როურა მატჩის შემდეგ

 

სამშაბათს ”მილანთან” გასამართი შეხვედრა ჟორდი როურას ყურადღების ქვეშ იყო გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე. ”ბარსელონას” თავკაცმა განაცხადა: ”ჩვენ ძალიან გვსურს თამაში და მოწადინებული ვართ შეჯიბრისთვის. მსაჯის საფინალო სასტვენამდე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პირველი მატჩის შედეგი ამოვქაჩოთ”. ასევე დაამატა: ”ლოგიკურად ჩვენ უნდა შევუტიოთ, თუმცა ამის გამო კონტროლი არ უნდა დავაკრგოთ და ვიპოვოთ ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის”.

როურას განცხადებით სამშაბათის შეხვედრაში მთავარი იქნება ის, თუ რა სასწრაფით გაათამაშებს გუნდი ბურთს: ”რაც უფრო სწრაფად გავათამაშებთ ბურთს მით მეტი შანსი გვექნება. ჩვენ ნათელი გეგმა გვაქვს, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ. ასევე ვიცით, თუ როგორ ითამაშებს ”მილანი”. როურამ ასევე აღნიშნა, რომ არ იცის რა შემადგენლობა იქნება ”მილანთან” შეხვედრაში და დაამატა, რომ ”დეპორტივოსთან” მატჩის შემდეგ 11 მოთამაშის არჩევა კიდევ უფრო გართულდა: ”არჩევანის გაკეთება უფრო რთული გახდა. ეს აჩვენებს, თუ როგორი ამბიციურები ვართ ჩვენ”.

3 ფუნდამენტური ქულა ”დეპორტივოსთან”

”მატჩისთვის საუკეთესო მომზადება წინა შეხვედრაში გამარჯვებაა, რაც ჩვენ შევძელით. საერთოდ ჩვენ ორ სხვადასხვა ტურნირზე ვსაუბრობთ, რომლებსაც საერთო არ აქვთ. საჩემპიონო ბრძოლაში ამ 3 ქულას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. კარის მშრალად შენარჩუნება მოვახერხეთ, რაც მნიშვნელოვანია. ეს დაგვეხმარება სამშაბათის შეხვედრაში”.

როურამ ახსნა, რომ მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაში გამოწვეული იყო პირველი ნახევრის გამო: ”პირველ ტაიმში საგოლე მომენტები გვქონდა, მეორე ნახევარში კი ეს გართულდა. პირველ ტაიმში გოლი რომ ვერ გაგვეტანა, მაშინ ძალიან გაგვიჭირდებოდა”.

მოხარულია სესკის თამაშით

ბოლოს მწვრთნელს შემადგენლობაზე შეეკითხნენ, მან ახსნა იმის მიზეზები, თუ რატომ შეუშვა მესი, ინიესტა და ბუსკეტსი: ”როცა ახალი ფეხბურთელები შედიან მოედანზე ეს შესამჩნევია. ისინი დაგვეხმარნენ შედეგის მიღწევაში”.

სესკის შესახებ მან განაცხადა: ”ყველა ფეხბურთელს შეიძლება ჰქონდეს კარგი და ცუდი პერიოდი. სესკის მუშაობით კმაყოფილები ვართ. მიმდინარე სეზონში ის განსაკუთრებულ როლს ასრულებს. გულშემატკივრები დასაწყისიდანვე გვამხნევებდნენ, სამშაბათს ისინი კვლავ ჩვენ გვერდით იქნებიან”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward