workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილიას ოპერაცია სჭირდება

ვილიას ოპერაცია სჭირდება

“ბარსელონას” ასტურიელი თავდამსხმელი დავიდ ვილია, უახლოეს საათებში, თირკმელზე ოპერაციას გაიკეთებს, რის გამოც, “გრანადასთან” მისი თამაში საეჭვოა.

კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ვილიას მწვავე ტკივილები აწუხებდა, რის გამოც, სამედიცინო შტაბმა მისთვის თირკმელზე ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.

მიუხედავად იმისა, რომ ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო, საქმე არც ისე ცუდადაა. ოფიციალური ინფორმაციით, ვილიას თამაში საეჭვო გუნდის უახლოეს მატჩშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, “მილანთან” გასამართი დაპირისპირებისთვის, ის მზად უნდა იყოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward