ნამდვილი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი

ნამდვილი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი

ესპანეთის ნაკრებმა გუშინ ამხანაგური შეხვედრა გამართა ვენესუელას წინააღმდეგ. "ფურია როხამ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სრულიად დამსახურებულად გახდა 2008 წლის ევროპის და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

 

ესპანელებმა კიდევ ერთი შოუ დადგეს საკუთარ მოედანზე და მეტოქე უშანსოდ, 5:0 გაანადგურეს. "ბარსელონას" გულშემატკივართათვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ანგარიში ანდრეს ინიესტამ გახსნა. იგი გრძელსვლიანი კომბინაციის შემდეგ ხელსაყრელ პოზიციაზე დარჩა და პირველი გოლიც შეაგდო. მეორე გოლი დავიდ სილვას ანგარიშზეა, ხოლო დანარჩენები კი შეცვლაზე შემოსულმა რობერტო სოლდადომ გაიტანა. "ვალენსიას" მოთამაშემ" ჰეთ–თრიკი შეასრულა.

 

"ბარსას" ფეხბურთელებიდან ძირითად შემადგენლობაში ჯერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა და სესკ ფაბრეგასი იყვნენ. ჩავი ერნანდესი თამაშში მე–60 წუთზე, ხოლო კარლეს პუიოლი 61–ე წუთზე ჩაერთო.

 

ახლა კი იხილეთ ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ყველა გატანილი გოლი.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=pCy6Ie4QhqU]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.