ესპანეთმა ირლანდია გაანადგურა

ესპანეთმა ირლანდია გაანადგურა

ესპანეთის ნაკრებმა დღეს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი გამართა და პირველი 3 ქულაც აიღო. იტალიასთან პირველ შეხვედრაში "ფურია როხას" თამაშის გაკრიტიკების შემდეგ, მათ დიდი ბრიტანეთის ქვეყანასთან ქვა–ქვაზე არ დატოვეს და გაანადგურეს კიდეც, ანგარიშით 4:0.

 

მატჩი ყველაზე წარმატებული და შედეგიანი ფერნანდო ტორესისთვის და დავიდ სილვასთვის გამოდგა. ანგარიში სწორედ ტორესმა გახსნა, ხოლო მეორე ბურთი სილვას ანგარიშზეა. მეორე ნახევარში კვლავ "ელ ნინიომ" ივაჟკაცა და დუბლიც შეასრულა, ხოლო ამ ყველაფერს წერტილი შეცვლაზე შემოსულმა სესკ ფაბრეგასმა დაუსვა. ასე და ამგვარად, ლონდონის "ჩელსის" ფორვარდმა დუბლი შეასრულა, ხოლო "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა–1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.

 

ესპანეთი: კასილიასი, პიკე, რამოსი, არბელოა, ალბა, ინიესტა (კაზორლა 80'), ალონსო (მარტინესი 65'), ბუსკეტსი, ჩავი, სილვა, ტორესი (ფაბრეგასი 74').

 

ირლანდია: გივენი, სენტ–ლეჯერი, დანი, უორდი, ოში, მაკგიდი, უილენი (გრინი 80'), ენდრიუსი, დაფი (მაკკლინი 77'), კოკსი (უოლტერსი 46'), კინი.

 

გოლები: ტორესი 4', 70', სილვა 49', ფაბრეგასი 43'. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.