ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში, “მალაგასთან” 3:1 მოგებულ შეხვედრაში, არაერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს.
- პირველ წრეში მოპოვებული ქულების მიხედვით, “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატის ახალი რეკორდი დაამყარა. 57 შესაძლებლიდან, კატალონიელებმა 55 ქულა აიღეს;
- სტუმრად ჩატარებულ 10 თამაშში, “ბარსამ” 35 გოლი გაიტანა, რაც პირველი წრის კიდევ ერთი რეკორდია. 2 წლის წინ დამყარებულ რეკორდს ეს შედეგი 2 ბურთით აღემატება;
- მიმდინარე გათამაშებაში, 6 გოლით, სესკ ფაბრეგასი გუნდის მე-2 ბომბარდირია;
- ზედიზედ 10 გასვლითი მოგებით, “ბარსამ” 2010/11 წლებში დამყარებული რეკორდი გაიმეორა;
- ვილანოვას გუნდს ზედიზედ 12 მოგება აქვს, რაც ლა ლიგის რეკორდს 4 მოგებით ჩამორჩება;
- ლეო მესიმ გოლის გატანა ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ 9 თამაშში მოახერხა. მას ბრაზილიელი რონალდოსა (1996/97) და მარიანო მარტინის (1942/43) რეკორდამდე ერთი თამაში აშორებს;