ტიაგო: ''ჩვენ ''ლა ლიგას'' მოვიგებთ''

ტიაგო: ''ჩვენ ''ლა ლიგას'' მოვიგებთ''

 ''ბარსას'' ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდი მზადაა, დასძლიოს 7 ქულიანი უპირატესობა. მისი თქმით ''ბარსას'' ბევრი რამ დაუმტკიცებია და კიდევ დაამტკიცებს.

 

ტიაგო ალკანტარა ''რეალ სოსიედადთან'' გასამართ მატჩზე საუბრობს. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ''ბარსას'' თავისუფლად შეუძლია ''ლა ლიგის'' მოგება. ''დიახ. ჩვენ ეს შეგვიძლია. ''ბარსას'' არაერთხელ გაუცია ყველა კითხვაზე პასუხი. ახლაც ამის დამტკიცებას შეეცდება." ტიაგოს მიაჩნია, რომ გუნდმა უფროდაუფრო მეტი ტიტული უნდა მოიგოს და რაც მთავარია იფიქროს შემდეგ ჩასატარებელ მატჩებზე. ''დრო ცოტაა. ჩვენ შემდეგ მატჩებზე უნდა ვიფიქროთ. ''რეალ სოსიედადთან'' არც, თუ ისე ადვილი შეხვედრა გველის. ასევე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ''ვალენსია'' და ''ლევერკუზენი''. მან დაამატა: ''მათთან იოლი გასეირნება არ გველის''. 

 

მესი და პუიოლი

 

ფეხბურთელმა ''ვალენსიასთან'' გამართულ მატჩზეც ისაუბრა: ''ჩვენ ძალიან ბევრი შანსი გვქონდა და ეს ვერ გამოვიყენეთ''. ალკანტარას ასევე არ სჯერა იმის, რომ ''ბარსა'' მხოლოდ და მხოლოდ მესიზე არის დამოკიდებული: ''ლეო გამარჯვებისთვის არის დაბადებული. ის საუკეთესოა მსოფლიოში. ჩვენ არ ვართ მასზე დამოკიდებული, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ მისი თვისებები."

 

რაც შეეხება კარლეს პუიოლს, ტიაგო ალკანტარას არც მისი შესანიშნავი თამაში გამორჩენია და მასზეც ისაუბრა:''მე ქედს ვიხრი მის წინაშე და მადლობას ვუხდი მას, ასეთი შესანიშნავი თამაშისთვის." 

 

რეფერის გადაწყვეტილება

 

"რეფერმა ამ სიტუაციაში ჯარიმა არ დანიშნა. განმეორებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ეს აშკარა ჯარიმა იყო. ასევე მე პინტოს საქციელსაც ვამართლებ. მან მატჩის დასრულების შემდეგ აღიარა, რომ ნამდვილად დაარღვია იმ სიტუაციაში თამაშის წესები. პინტო ძალიან პატიოსანი ადამიანია". - დაასრულა ტიაგო ალკანტარამ.

 

ვიდეო

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=0Qm_du82RQw]

 


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.