სუბისარეტა:''ჩემპიონთა ლიგის'' მოგებაზე უნდა ვიფიქროთ''

სუბისარეტა:''ჩემპიონთა ლიგის'' მოგებაზე უნდა ვიფიქროთ''

 

ანდონი სუბისარეტამ გერმანიაში გაფრენამდე ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდმა ''ჩემპიონთა ლიგის'' მოგებაზე უნდა იფიქროს.

 

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ ''ბარსა'' 1/8 ფინარულ მატჩს გამართავს ''ლევერკუზენთან''. დღეს კი 10:30 წუთზე გუნდი უკვე გერმანიაში გაემგზავრა. გაფრენამდე ''ბარსას'' სპორტულმა დირექტორმა ანდონ სუბიზარეტამ განაცხადა, რომ ახლა მხოლოდდამხოლოდ ''ჩემპიონთა ლიგის'' მოგებაზე უნდა იფიქროს გუნდმა.

 

ასევე სუბისარეტამ აღიარა, რომ გერმანიაში ''ბარსას'' იოლი გასეირნება არ ელის:''ბარსა'' ტიტულის დაცვას წელს მთელი ძალებით ეცდება. ეს გაგვიჭირდება, მაგრამ უნდა შევძლოთ''.

 

''ჩვემპიონთა ლიგა''

"ჩვენ გვჯერა, რომ თასის ფინალში ღირესეულად ვითამაშებთ და ასევე ღირსეულადაც მოვიპოვებთ ამ ტიტულს. ''ჩემპიონთა ლიგისთვისაც'' იგივე უნდა გააკეთოს  ''ბარსამ'', მაგრამ ამავდროულად ჩვენ ''ლა ლიგა'' არ უნდა დაგვავიწყდეს'' - დაასრულა ანდონი სუბისარეტამ.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.