ჰლები დღეს ”ბარსელონასთან” კონტრაქტს გაწყვეტს

ჰლები დღეს ”ბარსელონასთან” კონტრაქტს გაწყვეტს


”ბარსელონას” ბელარუსელმა ფეხბურთელმა, ალექსანდრ ჰლებმა დღეს შეიძლება კლუბთან კონტრაქტი ნაადრევად გაწყვიტოს.

30 წლის ფეხბურთელი აპირებს ერთობლივი შეთანხმების შედეგად კონტრაქტი გაწყვიტოს კატალონიურ კლუბთან, რათა შემდეგ ადვილად გადავიდეს ახალ გუნდში. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ”ვოლფსბურგმა” ფეხბურთელის არენდა შეაჩერა ხშირი ტრავმების გამო. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ”ბარსელონა” მომხრეა ფეხბურთელთან ხელშკრულების გაწყვეტის და კლუბს სურს, რომ ყოფილმა ფეხბურთელმა თავად მოიძიოს ახალი კლუბი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.